ENDOCRINOLOGY მედიცინის დარგია, რომელიც აკონტროლებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას და მის დარღვევებს.
ენდოკრინული სისტემა კი შედგება ორგანოებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ტიპის ჰორმონებს.
ჰორმონები თავის მხრივ უზრუნველყოფენ მთლიანად ორგანიზმის სწორ და გამართულ მუშაობას.
ჰორმონები
ყოველ მოცემულ მომენტში ორგანიზმში სისხლის საშუალებით 40-ზე მეტი დასახელების ჰორმონი ცირკულირებს. თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკური სამუშაო აქვს შესასრულებელი.
ხშირად ჰორმონებს მოიხსენიებენ, როგორც ,,მესენჯერებს”, რადგან ისინი სხეულის სხვადასხვა ნაწილს ეხმარებიან ერთმანეთთან კომუნიკაციაში.
საერთო ჯამში, ენდოკრინული სისტემა არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებს, როგორიცაა:
- სისხლში შაქრის დონის კონტროლი
- ზრდა და განვითარება
- მეტაბოლიზმი (ენერგიის მიმოცვლა ორგანიზმში)
- გულის რითმის და არტერიული წნევის რეგულაცია
- სქესობრივი განვითარება და ფუნქცია
- რეპროდუქცია/შვილოსნობა
- გუნება-განწყობილება
ჰორმონული ბალანსი
ჰორმონების მოქმედების მთავარი საფუძველი არის მათი ბალანსი ერთმანეთთან მიმართებაში.
ჰორმონული ბალანსი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის.
თუ რომელიმე ჰორმონი გამოიყოფა ზედმეტად მცირე ან ზედმეტად დიდი რაოდენობით, ეს გავლენას ახდენს სხვა ჰორმონებზეც.
ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომ თავადვე შეძლოს ამა თუ იმ მიზეზით წარმოქმნილი ცვლილებების დაკორექტირება, თუმცა, გარკვეული დაავადებების განვითარების ფონზე ის ამას დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებს.
ზოგადი მიზეზები და პროცესები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, არის:
- ენდოკრინული ორგანოების სწორად მუშაობის შეფერხება
- ზედმეტად ბევრი ან მეტისმეტად მცირე რაოდენობით ჰორმონების წარმოქმნა
- ჰორმონების მოქმედებაზე ორგანიზმის რეაგირების დარღვევა
- ასაკის მატება და მენოპაუზა
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება
- გარემო ფაქტორების ზემოქმედება
ენდოკრინული დაავადებები
ენდოკრინულ დაავადებებს მართავს ექიმი, რომელიც სპეციალიზირებულია ამ მიმართულებით და მას ენდოკრინოლოგი ჰქვია.
ყველაზე გავრცელებული დარღვევები, რომლებთან გამკლავებაც ენდოკრინოლოგს უწევს, არის:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- diabetes
- სიმსუქნე და მეტაბოლიზმის დარღვევები
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
- ჰიპოფიზის დაავადებები
- რეპროდუქციული ჯანმთელობა ქალებსა და კაცებში
- ზრდის და სქესობრივი განვითარების პრობლემები ბავშვეში
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები – ცხიმოვანი ცვლის, არტერიული წნევის დარღვევები
- ოსტეოპოროზი და ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობა.
ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან ხანგრძლივი და რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება.
მკურნალობის მეთოდები ენდოკრინოლოგიაში
მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სამედიცინო პრობლემა ფიქსირდება და რა არის ამ პრობლემის გამომწვევი.
ენდოკრინული და ჰორმონული დარღვევების გამოსასწორებლად ექიმი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს ცალკეულად ან საჭირო კომბინაციით:
- medications
- changing of lifestyle
- ქირურგია
ენდოკრინოლოგთან ვიზიტის ჩვენებები
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს შესაძლო ენდოკრინულ დარღვევაზე, არის:
- გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში
- ხასიათის ცვლილება: მომატებული აღგზნებადობა, ემოციური არამდგრადობა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- infertility
- სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
- გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან
- ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე
- თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა
- გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია
- არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი ციფრები ან დაბალი ციფრები
- მადის ცვლილება: მომატება ან დაქვეითება
- კუნთოვანი სისუსტე
- ძვლების ხშირი მოტეხილობები
- ზრდის შეფერხება ბავშვებში
- ენდოკრინული დაავადების ოჯახური ანამნეზი.
ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე დარღვევის არსებობა მიანიშნებს ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საჭიროებას.
თუმცა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც პერიოდულად პრევენციული შემოწმება ენდოკრინოლოგთან და სკრინინგული კვლევები გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ფარულად მიმდინარე არაერთი ენდოკრინული დაავადების დროული აღმოჩენისთვის და შემდგომი მკურნალობის დადებითი შედეგებისთვის.
ბავშვთა ენდოკრინოლოგია
ენდოკრინული სისტემა მასში შემავალი ჰორმონებით ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას.
ენდოკრინული სისტემის დარღვევებს ბავშვთა ასაკში და 16 წლამდე მოზარდებში ბავშვთა ენდოკრინოლოგი მართავს.
გარდა ისეთი დაავადებებისა, რომლებიც ზრდასრულებშიც გვხვდება, პედიატრიული ენდოკრინოლოგია მოიცავს ბავშვთა ასაკისთვის სპეციფიკურ დარღვევებსაც.
ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ბავშვის ორგანიზმი უბრალოდ ზრდასრული ორგანიზმის პატარა ვერსიაა. გამომდინარე იქედან, რომ ჰორმონული ცვლილებები ამ ასაკში ხშირად სრულიად განსხვავებულია ზრდასრულთა პრობლემებისგან და მიდგომებიც განსხვავებული ესაჭიროება.
თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებები, სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების დარღვევები, დიაბეტი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები – ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)