კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…
DIABETES MELLITUS
ფაქტები დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ
დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების მიზეზებში გარკვევა არ არის მარტივი, რადგან დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ამ დაავადების განვითარებისადმი უფრო მეტი მიდრეკილებით. გენეტიკის როლი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში ტიპი 2-თან შედარებით გენეტიკის როლი ნაკლებია. შეიძლება თუ არა დიაბეტი ტიპი 1 ჩაითვალოს მემკვიდრეობით დაავადებად, ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან შემთხვევათა 90%-ში დაავადებულის ნათესავებში არ აღინიშნება ეს პათოლოგია. საქმე…
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, სადაც იკვეთება გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: ერთი, რომლის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომლის კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ამ მექანიზმების ამოქმედებით კი დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია. რა უნდა გაკეთდეს მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს: ამ…
კვება შაქრიანი დიაბეტის დროს / დიაბეტი და ალკოჰოლი
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5…
სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები
გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში. წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია…
გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი
გესტაციური დიაბეტის დროს ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება…