ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება ნორმაზე დაბლა. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე მუდმივად ცვალებადობს როგორც დიაბეტის დროს, ისე მის გარეშე და ეს სრულიად ნორმალურია, როცა ცვლილება არ სცდება მაჩვენებლების ნორმის საზღვრებს. ჰიპოგლიკემიის კრიტერიუმები სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებაზე ორგანიზმის რეაგირება გარკვეულწილად ინდივიდუალურია. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები თავს იჩენს, როდესაც გლუკოზა მცირდება 70 მგ/დლ-მდე და ქვემოთ. სწორედ ეს მაჩვენებელი…
პაციენტის გვერდი
არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები
არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია მსოფლიოში და საქართველოშიც. შემთხვევების უმეტესობაში ის აღმოცენდება და მიმდინარეობს სხვა დაავადებებისგან დამოუკიდებლად და აღინიშნება პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზიის სახელწოდებით. შემთხვევათა დაახლოებით 15%-ში კი ჰიპერტენზია მეორადია. ანუ მის უკან დგას გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა დაავადების სახით. ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და შეადგენს 30%-ს. ბავშვების შემთხვევაში კი 50%-მდეც ადის. მეორადი არტერიული…
ნახშირწყლები
ნახშირწყლები ჩვენი კვების შემადგენელი მთავარი მაკროელემენტებიდან ერთ-ერთია ცილებთან და ცხიმებთან ერთად. მოლეკულის ქიმიურ ფორმულაში შედის ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომები და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ნახშირწყლების როლი ორგანიზმში ნახშირწყალი ორგანიზმს ამარაგებს გლუკოზით, გლუკოზა კი ენერგიის მთავარი წყაროა ტვინის, კუნთების და სხვა ორგანოების მუშაობისთვის. ამ ენერგიით ვასრულებთ ისეთ აშკარა ფუნქციებს, როგორიცაა მოძრაობა და ფიქრი. ასევე ორგანიზმში მიმდინარე უამრავ ფონურ პროცესს,…
მეტაბოლიზმი და სხეულის მასა
მეტაბოლიზმი არის იმ ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რითიც საკვებ ნივთიერებებში არსებულ კალორიებს ორგანიზმი გარდაქმნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიად. ანუ, მეტაბოლიზმი და მისი დონე განსაზღვრავს და ასახავს საკვებით მიღებული კალორიების წვას. მეტაბოლიზმი არასდროს ჩერდება. თუ ღრმად ჩავყვებით ორგანიზმის სტრუქტურებს და მივალთ უჯრედებამდე, აქ აღმოვაჩენთ აქტივობების მნიშვნელოვან კერას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იქნება ეს ძილის თუ სიფხიზლის პერიოდი, სირბილი თუ სავარძელში ჯდომა და ტელევიზორის…
ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დიაგნოზის პირობებში
ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია დიაბეტის ეფექტურ მართვაში. მისი ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში კი არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა სარგებლობა აქვს ფიზიკურ აქტივობას დიაბეტის დროს ფიზიკური აქტივობა მოიცავს ყველანაირ მოძრაობას, რომელიც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ვარჯიში კი არის დაგეგმილი და სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დროს ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს ჰორმონი ინსულინი, რომლის მოვალეობაა გლუკოზა, როგორც ენერგიის…
10 რეკომენდაცია ჰორმონული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის
ჰორმონული ბალანსის როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის ჰორმონისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა 10 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ქმედებებით გავაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – სამივე ფაქტორი აუცილებელი პირობაა ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის. 1. ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონული…