Thyroid gland

Hyperthyroidism

ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მისი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს…

Read more

PREGNANCY, Thyroid gland

ჰიპოთირეოზი და ორსულობა

  რა არის ჰიპოთირეოზი ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე. აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. ესენია: დაღლილობის შეგრძნება სიცივის მიმართ აუტანლობის მომატება ყაბზობა კანის სიმშრალე თმის ცვენა ფრჩხილების მტვრევადობა…

Read more

თიროქსინის
Thyroid gland

thyroid medications

ჰიპოთირეოზის მკურნალობა თიროქსინის (ლევოთიროქსინის) პრეპარატებით საკმაოდ მარტივად მართვადი პროცესია. მთავარია პაციენტის მიერ გათვალისწინებული და დაცული იყოს რამდენიმე აუცილებელი წესი, რათა ექიმმა შეძლოს სასურველი შედეგის დროულად მიღება. ლევოთიროქსინი საქართველოში სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით იყიდება. ძირითადი მოქმედი ნივთიერება მათში იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ დამხმარე არააქტიური დანამატები. მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი სხვა სახელწოდების ლევოთიროქსინზე გადასვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე. მიღების თავისებურებები წამლის დაშლა…

Read more

ჰიპოთირეოზის
Thyroid gland

ჰიპოთირეოზის მკურნალობის თავისებურებები

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დარღვევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა, ანუ მდგომარეობა, როცა ჯირკვალი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის ჰორმონებით. ეს დაავადება ჰიპოთირეოზის სახელითაა ცნობილი. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ნორმალური წარმოება უმნიშვნელოვანესია ყველა უჯრედის გამართული მუშაობისთვის. მკურნალობის მიზნები უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილება ჯირკვალში შეუქცევადია და მისი ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა ვერ ხერხდება. ამიტომ…

Read more

ჰიპოთირეოზი
Thyroid gland

HYPOTHYROIDISM

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. გავრცელება სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის. ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით. ასაკის მატებასთან ერთად…

Read more

ასპირაციული
Thyroid gland

ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია

ასპირაციული ბიოფსიის პროცედურის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან მცირე ზომის ნიმუშის აღება, რათა მოხდეს მისი დათვალიერება/გამოკვლევა მიკროსკოპით  სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მიზნით. გამოსაკვლევი მასალის მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად კეთდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით. ბიოფსიის წარმოების მიზანია ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძის ან კვანძების წარმომავლობის დადგენა. კვანძების პირველადი აღმოჩენა ხდება ხელით გასინჯვის, ულტრასონოგრაფიის ან რადიონუკლიდური სკანირების დროს. ბიოფსიისთვის კვანძის…

Read more