ნაწიბური
Thyroid gland

RECOMMENDATIONS FOR POSTTHYROIDECTOMY CARE

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა (სამედიცინო ენაზე თირეოიდექტომია) საჭირო ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: მრავალკვანძოვანი ჩიყვი ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი ავთვისებიანი ან საეჭვო კვანძი ფარისებრ ჯირკვალში გრეივსის დაავადება ქირურგიული ჩარევის ტიპი პირველადი დიაგნოზის მიხედვით განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს: ჯირკვლის სრულ ამოკვეთას ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთას სრულ ამოკვეთას კისრის ლიმფურ კვანძებთან ერთად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სტატიაში მოცემული ზოგადი…

Read more

ფარისებრი ჯირკვალი და სიმსუქნე ურთიერთკავშირი
Thyroid gland

THYROID GLAND AND BODY MASS

პოპულარული მოსაზრების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სხეულის მასის მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, ასეთი ზოგადი ფორმულირება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზოგჯერ შეუსაბამო აღმოჩნდეს. ფარისებრი ჯირკვალი და მისი როლი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში. კერძოდ, მისი ჰორმონების დახმარებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, კუნთოვანი ძალა, გულის მუშაობა, სუნთქვა, რეპროდუქცია და სხეულის მასა. სიმსუქნე…

Read more

სტატია ექიმებისთვის
DOCTOR'S PAGE, Thyroid gland

The impact of obesity on thyroid gland

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით. ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია. ეს…

Read more

ფარინგეალური გლობუსი
GENERAL, Thyroid gland

ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი

ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…

Read more

GENERAL, CARBOHYDRATE METABOLISM, Thyroid gland, DIABETES MELLITUS

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…

Read more

Thyroid gland

ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების მომატება

რა არის ანტისხეული ორგანიზმში ისეთი უცხო სხეულის მოხვედრის საპასუხოდ, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები _ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავდება სპეციალური ნივთიერება _ ანტისხეული, რომელიც უზრუნველყოფს ამ უცხო აგენტის აღმოჩენას და განეიტრალებას. გამართულად მუშაობის პირობებში იმუნური სისტემა უშეცდომოდ ანსხვავებს უცხო უჯრედებს საკუთარისგან, მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის იწყებს ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების უცხოდ აღქმას და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელთაც…

Read more