გვერდს დაემატა ონლაინ კონსულტაციის ფუნქცია მისამართზე http://online.endocrinolo.gy
დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან და დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე შეიძლება ყოველ დაზოგილ წუთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ენდოკრინული დაავადებების უმრავლესობა კი ისევე ეფექტურად შეიძლება იმართოს ონლაინ, როგორც კლინიკაში ვიზიტისას.
დროის დაზოგვასთან ერთად თანხების დაზოგვაშიც დაგეხმარებით, რადგან თქვენი დანიშნულების ფურცელზე არ მოხვდება არცერთი ზედმეტი გამოკვლევა და პრეპარატი.
დაინიშნება მხოლოდ უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებული აუცილებელი ანალიზები და მედიკამენტები.
კონსულტაციის ღირებულებაა 40 ლარი.
თანხაში შედის ერთჯერადი შეხვედრა (30-45 წუთის ხანგრძლივობის) და საჭიროების შემთხვევაში მეორე უფასო კონსულტაცია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
მიღების ასაკი: 16 წლიდან ზემოთ.
კონსულტაციის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ კონსულტაციის გვერდს
რა უპირატესობები აქვს ონლაინ კონსულტაციას?
რომელ დაავადებებს მართავს ენდოკრინოლოგი?
როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია?
როგორ უნდა მოემზადოთ ონლაინ კონსულტაციისთვის?