კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…
GENERAL
ჰიპოგლიკემია დიაბეტის გარეშე
ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ეს არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს, დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია. როგორ რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან გადავიდეს უჯრედებში და იქ გამოყენებულ…
კალციუმი
კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.…
სხეულის მასის შეფასება
მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი 18,5-24,9 _ ნორმალური…
ჯანმრთელი ცხოვრების წესი
თანამედროვე მიდგომით ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ, ის განისაზღვრება, როგორც სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური სიჯანსაღე. ჯანმრთელობა არ არის სტატიკური ცნება, ის აქტიური პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას მის მისაღწევად. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელად ყოფნას არის: შემოსავლები და სოციალური სტატუსი განათლებისა და წიგნიერების დონე შრომითი დასაქმების პირობები სოციალური გარემო ბუნებრივი გარემო პერსონალური ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის…
ენდოკრინოლოგია და მისი მნიშვნელობა
ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და მათ მიერ გამოყოფილ ჰორმონებს. ჰორმონული ბალანსი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ენდოკრინული სისტემა არეგულირებს მეტაბოლიზმს, ყოველდღიურ განწყობას, ზრდასა და განვითარებას, სექსუალურ ფუნქციასა და რეპროდუქციულ პროცესებს. ყველაზე გავრცელებული დარღვევები, რომლებთან გამკლავებაც ენდოკრინოლოგს უწევს, არის: ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან…