მეტფორმინი არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე და ფართოდ გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის მართვაში. ის შეიძლება დაინიშნოს ასევე ინსულინრეზისტენტობის სინდრომის, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის, პრედიაბეტის, გესტაციური დიაბეტის შემთხვევაში და ხანდახან – სხეულის მასის კლების მენეჯმენტისთვისაც კი. ბევრი სხვა თანამედროვე მედიკამენტისგან განსხვავებით, მეტფორმინი არ არის სპეციალურად შექმნილი ნაერთი იმისთვის, რომ მორგებოდა განსაზღვრულ მოლეკულურ მექანიზმებს და მისი სამიზნე ყოფილიყო კონკრეტული დაავადება. ამის საპირისპიროდ,…
DIABETES MELLITUS
Diabetes and favourite sweets
რამდენად თავსებადი შეიძლება იყოს დიაბეტი და ტკბილეული ერთმანეთთან? ნიშნავს თუ არა დიაბეტის დიაგნოზი იმას, რომ ვეღარასდროს შევძლებთ დავაგემოვნოთ ჩვენი საყვარელი ნამცხვრის ნაჭერი დანაშაულის შეგრძნების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვის პასუხია – არა. მთავარი საკითხია, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ორგანიზმზე ზიანის მიყენების რისკები. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტკბილეული აკრძალული პროდუქტების ზონაში გვაქვს და მისი სისტემატური მიღება დიაბეტის დროს…
DIABETES MEAL PLANNING
Nutrition is a central component in managing diabetes. A good eating regimen should be tailored to a person's goals, tastes, lifestyle, and medications they are taking.There are various recommendations regarding a diabetic diet. A general scheme may be as follows:
HOW TO USE GLUCOMETER
გლუკომეტრი არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ზომავს სისხლში შაქრის შემცველობას. ის განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ კლინიკის გარეთ გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა. სახლის პირობებში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიაბეტის ეფექტური მართვისთვის. პაციენტების უმრავლესობა ამ მიზნით სწორედ გლუკომეტრის აპარატს მოიხმარს. რატომ არის საჭირო სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი მიუხედავად იმისა, თუ როგორია კვება და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი,…
CONNECTIONS BETWEEN MENTAL HEALTH AND ENDOCRINE SYSTEM
ენდოკრინული სისტემა თვალსაჩინო ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მრავალ ასპექტში. ეს მოიცავს ნივთიერებათა ცვლას, ზრდას, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ასევე მენტალურ მდგომარეობას, რადგან ჩვენი ემოციები და გუნება-განწყობილებაც ჰორმონების მკაცრი კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. ის განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს და ქცევებს. ენდოკრინული მდგომარეობები, ორგანოები და ჰორმონები, რომელთა როლიც წამყვანია ამ სფეროს მართვაში,…
ჰიპოგლიკემია დიაბეტის დროს
ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის შემცველობის ნორმაზე მეტად დაქვეითება. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე მუდმივად ცვალებადობს როგორც დიაბეტის დროს, ისე მის გარეშე და ეს სრულიად ნორმალურია, როცა ცვლილება არ სცდება მაჩვენებლების ნორმის საზღვრებს. ჰიპოგლიკემიის კრიტერიუმები სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებაზე ორგანიზმის რეაგირება გარკვეულწილად ინდივიდუალურია. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები თავს იჩენს, როდესაც გლუკოზა მცირდება 70 მგ/დლ-მდე და ქვემოთ. სწორედ ეს მაჩვენებელი…
PHYSICAL ACTIVITY IN DIABETES
ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია დიაბეტის ეფექტურ მართვაში. მისი ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში კი არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა სარგებლობა აქვს ფიზიკურ აქტივობას დიაბეტის დროს ფიზიკური აქტივობა მოიცავს ყველანაირ მოძრაობას, რომელიც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ვარჯიში კი არის დაგეგმილი და სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დროს ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს ჰორმონი ინსულინი, რომლის მოვალეობაა გლუკოზა, როგორც ენერგიის…
RELATION BETWEEN DIABETES MELLITUS AND THYROID DYSORDERS
შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…
THE MOST ACTUAL QUESTIONS ABOUT TYPE 2 DIABETES
ემართება თუ არა ტიპი 2 დიაბეტი ყველას, ვისაც ჭარბი წონა აქვს? არა. თუმცა, სიმსუქნე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია და გენეტიკური წინასწარგანწყობის თანაარსებობის შემთხვევაში ხდება კიდეც მისი გამომწვევი. სტატისტიკურად სიმსუქნის მქონე პირთა დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ტიპი 2 დიაბეტი. ამასთანავე, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკები 80-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხეულის ნორმალური მასის პირობებში. ხოლო დიაბეტის მქონეთა 85% არის მსუქანი. ემართება თუ…
TYPE 2 DIABETES - THE DENIAL OF DIAGNOSIS AND COMPLICATIONS OF UNTREATED DESEASE
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ინსულინრეზისტენტობის და პანკრეასის მიერ ინსულინის არასათანადო გამომუშავების თანხვედრის შედეგად. კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა. საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. შემთხვევათა უმეტესობაში ისე ხდება, რომ დიაგნოსტირებულ პირებს…
CHRISTMAS AND DIABETES
Christmas days are very special for all of us. It's made by family environment, beautiful decorations, gifts and of course special food which can be challenging for diabetics. How to meet these days without spoiling our mood and not to damage our health seriously? At last all we deserve to give ourselves right for just a day to eat food we love so much. Especially when we behaved well all the year and our blood glucose level was within its target range. The main thing is a quantity!
DIABTES AND FRUIT
The leading component in the effective management of diabetes is diet therapy, the main principle of which is to reduce the amount of carbohydrates in the diet..