ჰორმონული ბალანსის როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის ჰორმონისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა 10 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ქმედებებით გავაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – სამივე ფაქტორი აუცილებელი პირობაა ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის. 1. ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონული…
PATIENT'S PAGE
ძილის აპნოე და მისი კავშირი ენდოკრინულ დაავადებებთან
ძილის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინულ სისტემასთან. ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ ძილის სიჯანსაღეში, ხოლო სრულფასოვანი, ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია ჰორმონების სწორი ბალანსისთვის ორგანიზმში. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა სწორადაა დაცული ძილის ჰიგიენა და რეჟიმი, მაგრამ ამის მიუხედავად აღინიშნება მუდმივი გამოუძინებლობის შეგრძნება და ჰორმონული დისბალანსის სხვადასხვა გამოვლინებები. ამის მიზეზი კი ერთი შეხედვით ამოუხსნელია. სწორედ ასეთი შემთხვევების უკან ძირითადად ძილის აპნოე დგას. რა არის…
RELATION BETWEEN DIABETES MELLITUS AND THYROID DYSORDERS
შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…
MOST COMMON DIET MISTAKES
თანამედროვე მსოფლიოში სიმსუქნის პანდემიაა, რასაც დიეტების ბუმი ახლავს თან. სტატიაში განხილულია რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რასაც წონაში კლების მსურველები ხშირად უშვებენ ხოლმე და რაც საბოლოოდ წარუმატებელი მცდელობის და ზოგჯერ ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზიც ხდება. ჯადოსნობის ძიება ზედმეტი კილოგრამების დაკლება და შემდეგ მისი შენარჩუნება ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც ბევრისთვის რთული ამოცანაა. ეს სირთულე ხშირად ბიძგს აძლევს მარტივი გზების ძიებას. მარტივ გზაში…
BREAKFAST AS THE MOST IMPORTANT MEAL OF THE DAY
დაიწყებდით მგზავრობას მანქანით, რომლის ავზი ცარიელია? ნუტრიციოლოგების თქმით, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ დილით საუზმის მიღების საკითხს. მართალია, მანქანისგან განსხვავებით ჩვენს ორგანიზმს გააჩნია თავისი რეზერვები ენერგიის მისაღებად, თუმცა სხეულის მუდმივად იძულება, იფუნქციონიროს ამ რეზერვების ხარჯზე, ნამდვილად არ არის კარგი აზრი. დადასტურებულია, რომ საუზმე არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. საუზმისთვის იდეალურ დროდ მიიჩნევა საკვების მიღება გაღვიძებიდან მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში. რატომ არის…
RADIOACTIVE IODINE THERAPY USAGE IN MANAGEMENT OF THYROID DISORDERS
რადიოაქტიური იოდით თერაპია ბირთვული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა. მეთოდის არსი არის რადიოაქტიური იოდის (I 131) გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების განადგურების მიზნით. თერაპია უკვე ათწლეულებია აქტიურადაა დანერგილი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, ჰიპერთირეოზის და სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნალობაში. მოქმედების მექანიზმი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების ნორმალური…