რამდენად თავსებადი შეიძლება იყოს დიაბეტი და ტკბილეული ერთმანეთთან? ნიშნავს თუ არა დიაბეტის დიაგნოზი იმას, რომ ვეღარასდროს შევძლებთ დავაგემოვნოთ ჩვენი საყვარელი ნამცხვრის ნაჭერი დანაშაულის შეგრძნების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვის პასუხია – არა. მთავარი საკითხია, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ორგანიზმზე ზიანის მიყენების რისკები. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტკბილეული აკრძალული პროდუქტების ზონაში გვაქვს და მისი სისტემატური მიღება დიაბეტის დროს…
DIABETES MELLITUS
DIABETES MEAL PLANNING
კვება ცენტრალური კომპონენტია დიაბეტის მართვაში. კვების კარგი რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს პიროვნების მიზნებს, გემოვნებას, ცხოვრების სტილს და მედიკამენტებს, რომლებსაც ის იღებს. დიაბეტური კვების რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციები არსებობს. ზოგადი სქემა კი შეიძლება იყოს ასეთი: კვების ჯერადობა დღის განმავლობაში კვების განრიგის დაცვა და მისი მუდმივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს. დღის განმავლობაში იგეგმება სამი ძირითადი კვება. ისე, რომ მათ შორის შუალედი…
HOW TO USE GLUCOMETER
გლუკომეტრი არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ზომავს სისხლში შაქრის შემცველობას. ის განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ კლინიკის გარეთ გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა. სახლის პირობებში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიაბეტის ეფექტური მართვისთვის. პაციენტების უმრავლესობა ამ მიზნით სწორედ გლუკომეტრის აპარატს მოიხმარს. რატომ არის საჭირო სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი მიუხედავად იმისა, თუ როგორია კვება და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი,…
CONNECTIONS BETWEEN MENTAL HEALTH AND ENDOCRINE SYSTEM
ენდოკრინული სისტემა თვალსაჩინო ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მრავალ ასპექტში. ეს მოიცავს ნივთიერებათა ცვლას, ზრდას, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ასევე მენტალურ მდგომარეობას, რადგან ჩვენი ემოციები და გუნება-განწყობილებაც ჰორმონების მკაცრი კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. ის განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს და ქცევებს. ენდოკრინული მდგომარეობები, ორგანოები და ჰორმონები, რომელთა როლიც წამყვანია ამ სფეროს მართვაში,…
ჰიპოგლიკემია დიაბეტის დროს
ჰიპოგლიკემია არის სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება ნორმაზე დაბლა. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე მუდმივად ცვალებადობს როგორც დიაბეტის დროს, ისე მის გარეშე და ეს სრულიად ნორმალურია, როცა ცვლილება არ სცდება მაჩვენებლების ნორმის საზღვრებს. ჰიპოგლიკემიის კრიტერიუმები სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებაზე ორგანიზმის რეაგირება გარკვეულწილად ინდივიდუალურია. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები თავს იჩენს, როდესაც გლუკოზა მცირდება 70 მგ/დლ-მდე და ქვემოთ. სწორედ ეს მაჩვენებელი…
PHYSICAL ACTIVITY IN DIABETES
ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია დიაბეტის ეფექტურ მართვაში. მისი ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში კი არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა სარგებლობა აქვს ფიზიკურ აქტივობას დიაბეტის დროს ფიზიკური აქტივობა მოიცავს ყველანაირ მოძრაობას, რომელიც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ვარჯიში კი არის დაგეგმილი და სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დროს ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს ჰორმონი ინსულინი, რომლის მოვალეობაა გლუკოზა, როგორც ენერგიის…