DIABETES MELLITUS

TYPE 2 DIABETES - THE DENIAL OF DIAGNOSIS AND COMPLICATIONS OF UNTREATED DESEASE

Type 2 diabetes is a chronic progressive disease. It can be developed due to insulin resistance when insufficient insulin release by pancreas also presents.

კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან.

ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა.

საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს.

შემთხვევათა უმეტესობაში ისე ხდება, რომ დიაგნოსტირებულ პირებს ძალიან უყვართ ტკბილეული, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი, დიდი ულუფებით დანაყრება და სხვა.

ექიმები კი დიაგნოზის დასმისთანავე ვთხოვთ პაციენტებს, რომ უარი თქვან ამ ყველაფერზე, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება მნიშვნელოვნად და რაც შეიძლება სწრაფად.

ცხადია, ეს ძალიან დამთრგუნველია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჯერ გააზრებულიც არ აქვს პაციენტს ინფორმაცია დიაგნოზის შესახებ, შეზღუდვების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვლის შესრულება ერთი შეხედვით შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს, რის გამოც ისინი არჩევენ, იგნორი გაუკეთონ თავის მდგომარეობას და განაგრძონ ჩვეული ცხოვრება და აქტივობა.

In other case patient starts to follow recommendations and after some time he/she stats to ignore the disease for some reasons.

The promotional for this decision may be a factor that the symptoms of diabetes may be absent at the early stages of disease and the patient doesn't have the motivation to become well.

რა ხდება დიაბეტი ტიპი 1-ის დროს?

სტატიაში უპირატესად ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევები განიხილება, რადგან მისგან განსხვავებით, დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ორგანიზმში ინსულინის სრული დეფიციტია, რაც დროული მკურნალობის დაწყების გარეშე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების განვითარების მიზეზი ხდება.

ეს ფაქტი პაციენტს ნაკლებად აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას დაავადების მართვაზე, თუმცა აქაც შესაძლებელია პერიოდულად ადგილი ჰქონდეს მკურნალობის შეწყვეტის მცდელობებს, რაც დიაბეტის მიმდინარეობის მკვეთრ გამწვავებას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ?

აუცილებელია დიაგნოზის უარყოფას როგორც ექიმი, ასევე პაციენტის ოჯახის წევრები და მეგობრებიც შეხვდნენ მოთმინებით.

თუმცა, დაუშვებელია მას მიეცეს უფლება მსგავს პოზიციაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს, რადგან მკურნალობის გარეშე დარჩენილი დიაბეტი მძიმე ხარისხის შეუქცევადი გართულებების გამომწვევი ხდება.

როცა სისხლში შაქრის დონე დიდი ხნის განმავლობაში მაღალია, ეს უარყოფით გავლენას ახდენს თითქმის ყველა ორგანოზე.

უფრო გამოხატულად კი ზიანდება: გული და სისხლძარღვები, თვალები, თირკმლები, ნერვული ქსოვილი, კუჭ-ნაწლავის სისტემა.

თუ არ ტარდება დიაბეტის რეგულარული სკრინინგი და დროულად არ ხდება დარღვევის აღმოჩენა, ჰიპერგლიკემია შესაძლებელია წლების განმავლობაში უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობდეს, ამიტომ ხშირად დიაგნოსტირების მომენტში უკვე არის წარმოდგენილი ორგანოთა დაზიანება ამა თუ იმ ხარისხით, რაც კიდევ უფრო ზრდის მკურნალობის დროულად დაწყების აუცილებლობას.

რა გართულებები მოსდევს კონტროლის გარეშე დარჩენილ დიაბეტს?

გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკი დიაბეტიანებისთვის 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ზოგადი პოპულაციისთვის შეიძლება იყოს.

სისხლძარღვების დაზიანება ნერვების დაზიანებასთან ერთად ასევე იწვევს ფეხის ტერფზე წყლულების ჩამოყალიბებას, რაც ფეხის ამპუტაციის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.

გარდა ამისა, ნერვული ქსოვილის დაზიანებას თან ახლავს ორგანოთა ფუნქციონირების მოშლის მრავალფეროვანი გამოვლინებები. ე.წ. პერიფერიული ნეიროპათია იწვევს ჩხვლეტის და ქავილის შეგრძნებას თავდაპირველად ქვედა კიდურების თითებში, შემდგომში კი შეიძლება გავრცელდეს მთლიანად კიდურზე, ხელებზე და კანის სხვა უბნებშიც.

აუტონომიური ნეიროპათია კი უშუალოდ ორგანოთა დაზიანების შედეგად იწვევს სექსუალურ დისფუნქციას, კუჭის დაცლის გაძნელებას რაც გასტროპარეზის სახელით არის ცნობილი, შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნების დაკარგვას და მასში ინფექციის განვითარების რისკის მომატებას, ძილიანობას და საერთო სისუსტეს, დაბალი შაქრის სიმპტომების წაშლას, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენად იქცეს.

თირკმლების დიაბეტური დაზიანება მისი ტერმინალური უკმარისობის გამომწვევია, რაც დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის საჭიროების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

თვალების დიაბეტური დაზიანების გამოხატულება შეიძლება იყოს გლაუკომა და კატარაქტა. დიაბეტური რეტინოპათია თვალში არსებული წვრილი სისხლძარღვების დაზიანების შედეგად შესაძლოა სიბრმავის მიზეზი გახდეს.

კარგი ამბავი კი არის ის, რომ ამ მძიმე მდგომარეობების თავიდან აცილება შესაძლებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლის დაწყებით რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო ადრეულად მოხდება ჩარევა, მით უკეთესი პროგნოზი აქვს დაავადებას.

როგორ დავეხმაროთ პაციენტს და გავუიოლოთ შაქრიანი დიაბეტის აქტიური მართვის დაწყება?

მას უნდა მივცეთ საშუალება საჭირო ცვლილებები განახორციელოს თანდათანობით. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის ქმედება/რეკომენდაცია, რაც მისთვის შედარებით იოლი შესასრულებელი იქნება ან რასაც ექიმი განსაზღვრავს უფრო მნიშვნელოვნად პაციენტის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

მაგალითად, მედიკამენტის მიღების დაწყება; ან გასეირნების ჩვევის ჩამოყალიბება სადილის და ვახშმის შემდეგ;

შესაძლებელია დიეტაში ჯერ შეიზღუდოს რომელიმე ერთი სახეობის არაჯანსაღი პროდუქტი და შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდეს ეს შეზღუდვები.

დიაბეტს ხშირად ახლავს დეპრესია, რომელიც შეიძლება იყოს სწორედ დიაგნოზის უარყოფის უშუალო მიზეზი.

ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ერთ-ერთ პირველ ეტაპად დეპრესიის კუპირება მოხდება ფსიქოთერაპიით ან შესაბამისი მედიკამენტებით.

ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მხარდამჭერთა ჯგუფებში ჩართვა (მაგ. სოციალურ ქსელში), სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებთან მოხდება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება.

გარკვეული შვების მომტანია იმის გააზრება, რომ მარტო არ ხარ და სხვებიც დგანან იგივე გამოწვევების წინაშე.

და ბოლოს, კარგი იქნება, თუ ექიმებიც შევარბილებთ შეზღუდვებს და არ ვაფიქრებინებთ პაციენტს, რომ ის დიაბეტის გამო საყვარელ ტკბილეულს ვეღარასდროს გასინჯავს. კვების სწორი დაგეგმვა საშუალებას იძლევა ასეთი გამონაკლისი დღეებიც დაიშვას.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)

Read also: