შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, სადაც იკვეთება გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: ერთი, რომლის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომლის კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ამ მექანიზმების ამოქმედებით კი დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია.
რა უნდა გაკეთდეს
მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს:
- გადასვლა ჯანმრთელ კვებაზე
- ზრუნვა ზედმეტი კილოგრამების მოცილებაზე
- რეგულარული ფიზიკური აქტივობით დაკავება
- საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობის დაწყება.
ამ ყველაფერს დაავადების საწყის – პრედიაბეტის ეტაპზეც შეუძლია დააბრუნოს შაქრის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში.
ტიპი 2 დიაბეტის გამომწვევი ფაქტორები
პირველი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა იწვევს დიაბეტს და რის მიხედვით ფასდება მისი განვითარების რისკები.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამომწვევი ყველა მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუმცა დადასტურებულია ის, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორ ფაქტორს:
- პირველი ეს არის გენეტიკა (მიზეზი, რომლის შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია): ადამიანი უკვე იბადება დიაბეტის განვითარებისადმი წინასწარი განწყობით, რაც მას გენეტიკურად გადაეცემა მშობლებისგან, შემდეგ კი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სხვადასხვა ფაქტორის მოქმედება იწვევს ამ განწყობის გააქტიურებას და დაავადების ჩამოყალიბებას.
- მეორე – გარემო ფაქტორები, რასაც ემყარება დიაბეტის პრევენციის მექანიზმები. ესენია: ჭარბი წონა/სიმსუქნე და მჯდომარე ცხოვრების წესი. აღსანიშნავია, რომ ეს მიზეზიც გარკვეულწილად ოჯახიდან მომდინარეობს, რადგან სიმსუქნე, როგორც წესი, ოჯახური პრობლემაა და გენეტიკის გარდა ამას განაპირობებს ასევე ოჯახში კვების და ფიზიკური აქტივობის საერთო ჩვევები.
საერთო ჯამში, დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან პირები, რომელთაც აღენიშნებათ:
- დიაბეტი ტიპი 2-ის ოჯახური ისტორია – განსაკუთრებით მშობლებსა და დედმამიშვილებში დაავადების არსებობა
- Obesity – the body mass index 27კგ/მ2 -ზე მეტი
- ცხიმის გადანაწილება — მუცლის არეში თავმოყრილი ცხიმოვანი ქსოვილი უფრო მეტად არის ასოცირებული დიაბეტთან, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად თეძოებსა და ფეხებზე
- არააქტიური ცხოვრების სტილი
- რასა/ეთნიკური კუთვნილება – აფრო-ამერიკელები, ეთნიკური ამერიკელები, წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
- ასაკი – 45 წელზე მეტი
- წარსულში დადგენილი პრედიაბეტი – გაუარესებული გლიკემია უზმოდ ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა
- არტერიული ჰიპერტენზია – 140/90 mmHg -ზე მეტი
- ცხიმოვანი ცვლის დარღვევა – HDL ქოლესტეროლის დონე 35 მგ/დლ -ზე ნაკლები და/ან ტრიგლიცერიდების დონე – 250 მგ/დლ-ზე მეტი
- გესტაციური (ორსულთა ) დიაბეტი ანამნეზში ან 4 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა
- polycystic ovarian syndrome.
დიაბეტის ან პრედიაბეტის დროულ გამოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ პერიოდული გამოკვლევა იწყება 45 წლის ასაკიდან განურჩევლად ყველა პირთან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. ხოლო უფრო ადრეული ასაკიდან – თუ რისკ-ფაქტორებიდან წარმოდგენილია ორი ან მეტი კომპონენტი. აქაც, თუ არ ფიქსირდება დარღვევა, მომდევნო სკრინინგი მეორდება ყოველ სამ წელიწადში.
რეკომენდაციები დიაბეტის განვითარების რისკების შესამცირებლად
ტკბილეულზე უარის თქმა
ის მარტივი ნახშირწყლები, რასაც შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტისგან ვიღებთ, სწრაფად გადადის კუჭ-ნაწლავიდან სისხლში და გასანეიტრალებლად საჭიროებს პანკრეასის მიერ ინსულინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც ზრდის ამ ორგანოს დატვირთვას და პროპორციულად იმატებს მომავალში დიაბეტის განვითარების რისკები გენეტიკური მიდრეკილების მქონე პირებში.
increase physical activity
უზრუნველყოფს წონაში კლებას და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მომატებას, შედეგად შაქრის დონის ნორმალიზებისთვის საჭირო ხდება უფრო ნაკლები რაოდენობით ინსულინის გამომუშავება.
ძალიან კარგი შედეგები აქვს ყოველდღიურად 30-60 წუთის განმავლობაში საშუალო დატვირთვის ფიზიკურ აქტივობას, ან 15-30 წუთის განმავლობაში უფრო აქტიურ აერობიკულ ვარჯიშებს. ასევე მნიშვნელოვანია ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ცურვა.
ტკბილ სასმელებზე უარის თქმა
უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ძალიან მაღალია კავშირი ტკბილი სასმელების მოხმარებასა და დიაბეტის განვითარებას შორის. აქ საუბარია ასევე ე.წ. უშაქრო, ხელოვნური დამატკბობლის შემცველ სასმელებზე და ხილის წვენებზეც. ყველა ეს სასმელი ამოღებული უნდა იქნას რეგულარული ხმარებიდან და ჩანაცვლდეს წყლით.
სხეულის მასის ნორმალიზება
მართალია, ყველა დიაბეტით დაავადებული არ არის ზედმეტი წონის მატარებელი, მაგრამ ეს მაინც უმრავლესობის პრობლემას წარმოადგენს.
თუ გენეტიკური განწყობის პარალელურად აღინიშნება ჭარბი წონა, აუცილებელია ზედმეტი კილოგრამების მოშორება, რადგან, გარდა სისხლში შაქრის მაღალი შემცველობისა, ის სათავეს უდებს: მაღალ არტერიულ წნევას, მომატებულ ქოლესტერინს, გულის დაავადებებს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი კილოგრამის დაკლება უკვე იძლევა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას რისკების შეფასების თვალსაზრისით.
თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა
გულის დაავადებების და სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეების გარდა, აღმოჩენილია პირდაპირი კავშირი დიაბეტთანაც, როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებში. თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებების შემდეგ მასთან ასოცირებული რისკი უკვე უტოლდება არამწეველი ადამიანის რისკის დონეს.
ულუფის ზომის შემცირება
ერთ ჯერზე დიდი ოდენობის საკვების მიღება იწვევს პანკრეასის გადაძაბვას, რაც დიაბეტის მომატებული რისკის ან პრედიაბეტის მქონე პირებში უარყოფითად აისახება ამ ორგანოზე. მცირე ულუფებით საკვების მირთმევა არა მხოლოდ ამცირებს დიაბტის რისკს, ასევე ეხმარება ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც.
მჯდომარე ცხოვრების წესის მოდიფიკაცია
ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში, კიდევ უფრო ზრდიან დიაბეტის რისკებს.
ამ ჩვევის ცვლილება შესაძლებელია დაიწყოს მარტივად, მაგალითად: ფეხზე ადგომა ტელეფონზე ლაპარაკის დროს, ლიფტის ნაცვლად კიბით სარგებლობა, სამსახურამდე მცირე მანძილის მაინც ფეხით გავლა და სხვ.
საჭიროა მჯდომარე მდგომარეობაში გატარებული ყოველი 30 წუთის შემდეგ ადგომა და რამდენიმე წუთით გავლა-გამოვლა.
უჯრედისით მდიდარი საკვების წილის გაზრდა ყოველი კვების დროს
დადგენილია რომ უჯრედისი ანელებს საკვების შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც ინსულინის გამოყოფის რეგულირებასაც უწყობს ხელს. ასევე იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და ამ გზით ასტიმულირებს წონის კლებას.
უჯრედისით მდიდარი პროდუქტია: ხილი, ბოსტნეული, ლობიო, მარცვლეული მთლიანი სახით, თხილი, ნიგოზი.
დამუშავებული საკვების მოხმარების შემცირება
ამ ტიპის საკვები (მაგ.: ჩიფსები) ზედმეტად დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს, რაფინირებულ ნახშირწყლებს, სხვადასხვა მავნე დანამატებს.
ყავა/ჩაი დღის რაციონში
როგორც კვლევები ადასტურებს ყავას და ჩაის აქვს განსაკუთრებული ანტიდიაბეტური თვისებები, კიდევ უფრო მეტი სარგებლით გამოირჩევა მწვანე ჩაი. მიირთვით შაქრის გარეშე.
adjust sleep patterns
ბევრი ჰორმონის გამომუშავება და მოქმედება დამოკიდებულია სრულფასოვან ძილზე.
ორგანიზმში მიმდინარე ციკლური პროცესების დარღვევის გარეშე მიმდინარეობისთვის აუცილებელია ძილის სწორი რეჟმი, რაც გულისხმობს დაძინებას ღამის 12 საათამდე. ისე , რომ დაძინება და გაღვიძება არ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე დღეს.
როგორც აღმოჩნდა, ძილის დრო მჭიდროდაა დაკავშირებული ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობასთან. ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთი ღამით დარღვეულმა რეჟიმმაც კი უკვე გამოიწვია შექცევადი ცვლილებები ინსულინისადმი მგრძნობელობის მაჩვენებლებში.
ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)