ეს არის ნივთიერებების, ე.წ. ნუტრიენტების ექვსი ჯგუფი:
CARBOHYDRATES
წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის; ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბრინჯი, ხორბალი და სხვა მარცვლოვანები, ასევე პარკოსნები, თხილი, რძე და მისი პროდუქტები, ბოჭკო, ხილი, ბოსტნეული.
ლიპიდები
დამარაგებული ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება დასვენების, ძილის და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების შექმნის თვალსაზრისით (კვერცხი, ხორცი – ქოლესტეროლის ძირითადი წყაროა).
ცილები
ისინი არ წარმოადგენენ ენერგიის პირველად და ძირითად წყაროს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში წარმოქმნიან მას. მათი დანიშნულებაა ახალი უჯრედების და ქსოვილების შენება, ძვლის სტრუქტურის და სიმტკიცის შენარჩუნება, დაზიანებული სტრუქტურების აღდგენა, მეტაბოლიზმის და წყლის ბალანსის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება. ცილების წყაროა: ხორცი და რძის პროდუქტები, მარცვლოვანები, თხილი, მთლიანი ხორბალი, მცირე რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ბოსტნეულიც.
ვიტამინები
გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, არ შეიცავს ენერგიას ( ანუ კალორიას) , თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობაში შემავალი ენერგიის გამოყოფასა და ათვისებაში. მათი როლი კრიტიკულია ასევე ჯანმრთელი ძვლის, სისხლის და კუნთების შენებაში და შენარჩუნებაში, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობასა და ნორმალური მხედველობის უზრუნველყოფაში.
მინერალები
არაორგანული ნაერთებია, მათი როლი უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის ფაქტობრივად ყველა სასიცოცხლო ფუნქციის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.
წყალი
სიცოცხლისთვის აუცილებელი არაორგანული ნივთიერებაა, უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების და სხეულის ტემპერატურის რეგულაციას, კუნთების შეკუმშვას, საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას და დაშლის პროდუქტების გამოდევნას ორგანიზმიდან.
Written by: Elga Giorgadze, MD