D ვიტამინის როლი D ვიტამინის კარგად ცნობილი და დამტკიცებული ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში არის ძვლოვანი ქსოვილის სიჯანსაღის უზრუნველყოფა. ის ასევე მონაწილეობს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვაში, რითიც უზრუნველყოფს სისხლში ამ ელემენტების ოპტიმალური კონცენტრაციების შენარჩუნებას, ძვლის ნორმალურ მინერალიზაციას და კალციუმის ნაკლებობის სხვადასხვა შედეგებისგან ორგანიზმის დაცვას. D ვიტამინის ძირითადი წყარო მეთოდი, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი თავის თავს უქმნის საჭირო D ვიტამინის ძირითად რაოდენობას, უნიკალურია:…
პაციენტის გვერდი
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
უსაფრთხოება რის საფუძველზე შეიძლება ვენდოთ მოკლე დროში შექმნილ COVID-19 ვაქცინებს? კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არის ექსპერიმენტული. მართალია ისინი დაჩქარებული ტემპით შეიქმნა, მაგრამ მათი ტესტირების პროცესში არ მომხდარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განმსაზღვრელი არც ერთი სატესტო საფეხურის გამოტოვება. ვაქცინები შეიქმნა იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც უკვე ათეული წლების წინ არის გამოგონებული და ტესტირებული და რომელთა დამუშავება თავის დროზე მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ…
შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები
შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა. ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა: ბუნებრივ პროდუქტებში შემავალი შაქარი რთული აგებულებისაა და მარტივი შაქრისგან განსხვავებით უფრო ნელი ტემპით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან, ამიტომ არ იწვევს სისხლში შაქრის მაჩვენებლის…
ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი
ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…
დიაბეტი ტიპი 2: დიაგნოზის უარყოფა და მკურნალობის გარეშე დარჩენილი დაავადების მიმდინარეობა
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ინსულინრეზისტენტობის და პანკრეასის მიერ ინსულინის არასათანადო გამომუშავების თანხვედრის შედეგად. კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა. საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. შემთხვევათა უმეტესობაში ისე ხდება, რომ დიაგნოსტირებულ პირებს…
რა არის ინსულინრეზისტენტობა
ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისება. უფრო მეტი ინსულინის მოქმედების მექანიზმზე: ინსულინი ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გულისხმობს უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას მის მოქმედებაზე.იმისთვის, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, ორგანიზმს უწევს ჩართოს კომპენსაციის მექნიზმი, რაც გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფას,…