მეტაბოლიზმი არის იმ ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რითიც საკვებ ნივთიერებებში არსებულ კალორიებს ორგანიზმი გარდაქმნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიად. ანუ, მეტაბოლიზმი და მისი დონე განსაზღვრავს და ასახავს საკვებით მიღებული კალორიების წვას. მეტაბოლიზმი არასდროს ჩერდება. თუ ღრმად ჩავყვებით ორგანიზმის სტრუქტურებს და მივალთ უჯრედებამდე, აქ აღმოვაჩენთ აქტივობების მნიშვნელოვან კერას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იქნება ეს ძილის თუ სიფხიზლის პერიოდი, სირბილი თუ სავარძელში ჯდომა და ტელევიზორის…
პაციენტის გვერდი
ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დიაგნოზის პირობებში
ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია დიაბეტის ეფექტურ მართვაში. მისი ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში კი არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა სარგებლობა აქვს ფიზიკურ აქტივობას დიაბეტის დროს ფიზიკური აქტივობა მოიცავს ყველანაირ მოძრაობას, რომელიც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ვარჯიში კი არის დაგეგმილი და სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დროს ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს ჰორმონი ინსულინი, რომლის მოვალეობაა გლუკოზა, როგორც ენერგიის…
10 რეკომენდაცია ჰორმონული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის
ჰორმონული ბალანსის როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის ჰორმონისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა 10 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ქმედებებით გავაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – სამივე ფაქტორი აუცილებელი პირობაა ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის. 1. ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონული…
ძილის აპნოე და მისი კავშირი ენდოკრინულ დაავადებებთან
ძილის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინულ სისტემასთან. ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ ძილის სიჯანსაღეში, ხოლო სრულფასოვანი, ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია ჰორმონების სწორი ბალანსისთვის ორგანიზმში. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა სწორადაა დაცული ძილის ჰიგიენა და რეჟიმი, მაგრამ ამის მიუხედავად აღინიშნება მუდმივი გამოუძინებლობის შეგრძნება და ჰორმონული დისბალანსის სხვადასხვა გამოვლინებები. ამის მიზეზი კი ერთი შეხედვით ამოუხსნელია. სწორედ ასეთი შემთხვევების უკან ძირითადად ძილის აპნოე დგას. რა არის…
ურთიერთკავშირი დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს შორის
შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…
დიეტის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები
თანამედროვე მსოფლიოში სიმსუქნის პანდემიაა, რასაც დიეტების ბუმი ახლავს თან. სტატიაში განხილულია რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რასაც წონაში კლების მსურველები ხშირად უშვებენ ხოლმე და რაც საბოლოოდ წარუმატებელი მცდელობის და ზოგჯერ ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზიც ხდება. ჯადოსნობის ძიება ზედმეტი კილოგრამების დაკლება და შემდეგ მისი შენარჩუნება ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც ბევრისთვის რთული ამოცანაა. ეს სირთულე ხშირად ბიძგს აძლევს მარტივი გზების ძიებას. მარტივ გზაში…