იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება. იოდის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას…
