ულტრასონოგრაფია – იგივე ექოსკოპიური კვლევა არის მარტივი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც გვეხმარება ორგანოების ვიზუალიზაციაში და მათი სტრუქტურული აგებულების შეფასებაში. ამ მეთოდს თანამედროვე მედიცინაში ბევრი დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება. მათ შორის არის ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის დარღვევებიც. რა ინფორმაციას ვიღებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევით ფარისებრი ჯირკვლის კვლევისას, უშუალოდ ორგანოს გარდა, ხდება ირგვლივმდებარე კისრის სტრუქტურების დათვალიერებაც. ფასდება ჯირკვლის ზომები, სტრუქტურული ერთგვაროვნება, სისხლით…
პაციენტის გვერდი
დიაბეტი და საყვარელი ტკბილეული
რამდენად თავსებადი შეიძლება იყოს დიაბეტი და ტკბილეული ერთმანეთთან? ნიშნავს თუ არა დიაბეტის დიაგნოზი იმას, რომ ვეღარასდროს შევძლებთ დავაგემოვნოთ ჩვენი საყვარელი ნამცხვრის ნაჭერი დანაშაულის შეგრძნების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შეკითხვის პასუხია – არა. მთავარი საკითხია, როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ორგანიზმზე ზიანის მიყენების რისკები. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ტკბილეული აკრძალული პროდუქტების ზონაში გვაქვს და მისი სისტემატური მიღება დიაბეტის დროს…
დიაბეტური კვების დაგეგმვა
კვება ცენტრალური კომპონენტია დიაბეტის მართვაში. კვების კარგი რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს პიროვნების მიზნებს, გემოვნებას, ცხოვრების სტილს და მედიკამენტებს, რომლებსაც ის იღებს. დიაბეტური კვების რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციები არსებობს. ზოგადი სქემა კი შეიძლება იყოს ასეთი: კვების ჯერადობა დღის განმავლობაში კვების განრიგის დაცვა და მისი მუდმივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს. დღის განმავლობაში იგეგმება სამი ძირითადი კვება. ისე, რომ მათ შორის შუალედი…
გლუკომეტრი და მისი გამოყენების წესები
გლუკომეტრი არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ზომავს სისხლში შაქრის შემცველობას. ის განკუთვნილია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ კლინიკის გარეთ გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა. სახლის პირობებში სისხლში გლუკოზას დონის თვითკონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიაბეტის ეფექტური მართვისთვის. პაციენტების უმრავლესობა ამ მიზნით სწორედ გლუკომეტრის აპარატს მოიხმარს. რატომ არის საჭირო სისხლში შაქრის შემცველობის მონიტორინგი მიუხედავად იმისა, თუ როგორია კვება და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი,…
ენდოკრინოლოგია და ენდოკრინოლოგთან ვიზიტის ჩვენებები
ენდოკრინოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც აკონტროლებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას და მის დარღვევებს. ენდოკრინული სისტემა კი შედგება ორგანოებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა ტიპის ჰორმონებს. ჰორმონები თავის მხრივ უზრუნველყოფენ მთლიანად ორგანიზმის სწორ და გამართულ მუშაობას. ჰორმონები ყოველ მოცემულ მომენტში ორგანიზმში სისხლის საშუალებით 40-ზე მეტი დასახელების ჰორმონი ცირკულირებს. თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკური სამუშაო აქვს შესასრულებელი. ხშირად ჰორმონებს მოიხსენიებენ, როგორც ,,მესენჯერებს”, რადგან ისინი სხეულის სხვადასხვა ნაწილს…
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრ ჯირკვალთან ასოცირებულ დარღვევებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროს მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების წინააღმდეგ. ანტისხეულები არის იმუნური სისტემის პროდუქტი, რომლებიც ნორმალურ პირობებში გამომუშავდება ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულის (ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი და სხვ.) აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. საკუთარ სტრუქტურებზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალზე, თავდასხმის…