ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება და გარდაიქმნება უფრო მარტივ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. საკვებით მიღების გარდა, ის თავად ორგანიზმშიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნივთიერების გარდაქმნის გზით. გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა ჩვენი უჯრედებისთვის. საკვების დაშლის და ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით. შაქრის დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით,…
DIABETES MELLITUS
TYPE 1 DIABETES
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. გამომწვევი ფაქტორები დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა…
ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ
ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. დაავადების განვითარების მექანიზმი შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ, რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი…
INSULIN
კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინზე შეკვეთის მიღება და დამზადება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის (გლუკოზას) ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში, ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ინსულინის მოქმედების მექანიზმი ყველა უჯრედს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია. საკვების მიღების…