Do all people with excess body weight develop type 2 diabetes?
NO. Although obesity appears the main risk-factor for developing type 2 diabetes and along with genetical predisposition it becomes the reason of this diagnosis.
სტატისტიკურად სიმსუქნის მქონე პირთა დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ტიპი 2 დიაბეტი.
ამასთანავე, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკები 80-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხეულის ნორმალური მასის პირობებში. ხოლო დიაბეტის მქონეთა 85% არის მსუქანი.
Do people with healthy weight develop type 2 diabetes?
YES. In about 10-15% of all cases the body mass index არის ნორმის ფარგლებში.
ამ ფონზე დაავადების განვითარების მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ახსნილი და შესწავლილი.
შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული ჰიბრიდული მდგომარეობა ტიპი 1-სა და ტიპი 2 დიაბეტს შორის.
We know that there is the defect in insulin secretion in case of type 1 diabetes. While the mechanism of developing type 2 diabetes also include insulin resistance.
ფაქტია, რომ ნორმალური მასის ფონზე განვითარებული ტიპი 2 დიაბეტის დროს ინსულინ რეზისტენტობაზე მეტად ინსულინის გამოყოფის დეფექტი აღინიშნება.
ამის შედეგად, უფრო ადრეულ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო ინსულინით თერაპიაზე გადასვლა და სიმსუქნის ფონზე გამოვლენილ დიაბეტთან შედარებით დაავადებას ახასიათებს უფრო აგრესიული მიმდინარეობა.
ნორმალური მასის მქონე პირებში ტიპი 2 დიაბეტის განვითარების გამომწვევი მიზეზები იგივეა, რაც სხვა შემთხვევებში.
ეს არის გენეტიკური განწყობა და გარემო ფაქტორები – ცხოვრების არაჯანსაღი წესი.
გარემო ფაქტორებიდან გამოვლენილია კავშირები ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა:
- ბავშობის ასაკში ცილის დეფიციტი საკვებში და ზოგადად მალნუტრიცია -არასრულფასოვანი კვება
- თამბაქოს აქტიური და პასიური მწეველობა
- ალკოჰოლის ქრონიკული ჭარბი მოხმარება
ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი არის ასევე ის ფაქტიც, რომ შესაძლებელია ორგანიზმში იმაზე მეტი ცხიმოვანი ქსოვილი იყოს, ვიდრე მასის ინდექსი გვიჩვენებს.
დიდი მნიშვნელობა აქვს მის განაწილებასაც ორგანიზმში: თუ ამ ცხიმის უმეტესი ნაწილი მუცლის მიდამოშია თავმოყრილი, მას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.
ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ მეტაბოლურ სიმსუქნეზე.
იწვევს თუ არა ტიპი 2 დიაბეტს შაქრის ჭარბი მოხმარება?
NO. შაქრის მიღება პირდაპირი გზით არ იწვევს დიაბეტის განვითარებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შაქარი შეიცავს ბევრ კალორიას.
ბევრი კალორიის სისტემატიურად მიღება იწვევს წონაში მატებას და ეს კი უკვე მკვეთრად ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკებს.
აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით უშუალოდ გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება მჭიდროდ არის ასოცირებული დიაბეტის განვითარების რისკების მატებასთან.
ნიშნავს თუ არა ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი იმას, რომ საჭიროა ინსულინით მკურნალობის დაწყება?
NO. ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტირების მომენტში ტიპი 1-სგან განსხვავებით ინსულინის სრული უკმარისობა თითქმის არასდროს არის ორგანიზმში.
ამიტომ ინსულინით თერაპიის დაწყების აუცილებლობა არ გვაქვს. თუმცა დაავადების მართვის ეფექტურობის გასაზრდელად შესაძლებელია მისი გამოყენება მკურნალობის დასაწყისში მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით.
სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტებისგან განსხვავებით ინსულინი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.
ამიტომ თუ დიაგნოზის აღმოჩენის პერიოდში შაქრის მაჩვენებლები ძალიან მაღალია, ინსულინით მკურნალობა რამდენიმე დღის განმავლობაში ორგანიზმს და კონკრეტულად პანკრეასს აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას, რის შემდეგაც მისი ინსულინის წარმომქმნელი ფუნქცია უმჯობესდება და ხანგრძლივდება.
ვიცით, რომ დიაბეტი თავისი ხასიათით არის ქრონიკული და ამავე დროს პროგრესული. დროთა განმავლობაში პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების უნარი თანდათან ქვეითდება.
გახდება თუ არა საჭირო საბოლოოდ ინსულინოთერაპიაზე გადასვლა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი შეძლებს პანკრეასი ინსულინის წარმოქმნას.
კვლევების თანახმად, რაც უფრო ადრე ხდება დარღვევის აღმოჩენა, გლიკემიის კონტროლის დაწყება და რაც უფრო მკაცრად კონტროლდება მკურნალობის მიმდინარეობა, მით მეტ ხანს ინარჩუნებს პანკრეასი უნარს გამოიმუშავოს საკმარისი რაოდენობის ინსულინი.
ზოგადად კი, თუ დიაბეტთან ერთად თანაცხოვრება აღწევს 15 წელს და მეტს, ამ ვადაზე უკვე დიდია ალბათობა ორგანიზმს დასჭირდეს ინსულინის ინექციების მიშველება.
შესაძლებელია თუ არა ტიპი 2 დიაბეტის შეჩერება მისი მკაცრი კონტროლის შემთხვევაში?
კი. ზოგჯერ ორგანიზმის თავისებურებანი იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორი მიდგომების შედეგად მოხდეს დაავადების რემისია – მისი პროგრესირების გადავადება (დროებით შეჩერება).
რემისიის დროს აღარ აღინიშნება დიაბეტის სიმპტომები და შესაძლებელი ხდება მედიკამენტების მიღების შეწყვეტაც, მაგრამ დიაბეტის დაბრუნების რისკი ძალიან მაღალია და ამიტომ დიეტა, ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ყველაზე ხშირად რემისიის მიღწევა ასოცირებულია სწორედ წონის სერიოზულ კლებასთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულინის მოქმედებას ორგანიზმში.
სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული ბარიატრიული ქირურგიის დადებითი შედეგებიც.
რემისიის მიღწევის შესაძლებლობა უფრო მაღალია დიაბეტის საწყის ეტაპზე, ვიდრე პანკრეასს ჯერ კიდევ არ აქვს დაკარგული ინსულინის გამოყოფის უნარი, ხოლო პრედიაბეტის სტადიაზე აქტიური მკურნალობის დაწყებას შეუძლია არა მხოლოდ რემისიის გამოწვევა, არამედ დაავადების განვითარების თავიდან აცილებაც.
ამიტომ მნიშვნელოვანია იმ პირების იდენტიფიცირება, ვისაც აქვს დიაბეტის მაღალი რისკი და მათი პერიოდული მონიტორინგი დარღვევის ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.
შეძლებს თუ არა ორგანიზმი დიაბეტის უკუქცევას, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.ზოგისთვის ეს მიღწევადია, ზოგისთვის – არა, ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად არის შენარჩუნებული პანკრეასის მიერ ინსულინის პროდუქციის უნარი.
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მცირედი დარღვევის აღმოჩენისთანავე ყველაფერი უნდა გაკეთდეს სისხლში შაქრის ნორმალური დონის დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად.
არის თუ არა ტიპი 2 დიაბეტი სერიოზული დაავადება?
ტიპი 2 დიაბეტი სერიოზული და ამავე დროს ძალიან ვერაგი დაავადებაა, რადგან დასაწყისში მისი მიმდინარეობა დუნეა და შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იყოს გამოხატული დამახასიათებელი სიმპტომები იმ მომენტამდე, ვიდრე ორგანიზმში შეუქცევადი დაზიანებები არ განვითარდება.
როცა შაქრის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ პაციენტი თავს მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობს და სიმპტომები არ არის შემაწუხებელი, ეს აქვეითებს მოტივაციას დიაბეტი აღქმული იქნას სერიოზულ დაავადებად და დროულად დაიწყოს მისი მართვა, რაც არის კრიტიკულად აუცილებელი, რადგან დროთა განმავლობაში იგნორირებული დიაბეტი იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა: გულის შეტევა, თირკმლის ტერმინალური უკმარისობა, სიბრმავე, ფეხის ამპუტაცია, ნეიროპათია თავისი მარავალფეროვანი გამოვლინებებით. სამწუხაროდ დაავადების ამ ეტაპზე პროცესები უკვე შეუქცევადია.
რატომ აქვს მნიშვნელობა სისხლში შაქრის მაჩვენებელი 120 იქნება თუ 200?
სისხლში შაქრის შემცველობის მკაცრი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია.
მუდმივად მაღალ ნიშნულზე მყოფი შაქარი იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას, რისი შედეგიც მომავალში არის გულის, თირკმლის, თვალის ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა ორგანოების და ფუნქციების სიცოცხლისთვის საშიში დარღვევები ორგანიზმში.
იწვევს თუ არა ტიპი 2 დიაბეტი მასის მატებას?
გააჩნია დაავადება განვითარების და მართვის რა სტადიაზეა.
საწყის ეტაპზე ორგანიზმში ინსულინის ჭარბი რაოდენობის გამო ხდება ცხიმის გაძლიერებული დამარაგება.
მომდევნო სტადიებზე, თუ შაქრის მატება ხანგრძლივად რჩება აღმოუჩენელი, შესაძლოა დიაბეტის ერთ-ერთი მანიფესტაცია გახდეს უმიზეზოდ (ანუ დიეტის, ფიზიკური აქტივობის და სხვა თვალსაჩინო მიზეზის არარსებობის ფონზე) წონაში კლება, რადგან ინსულინ რეზისტენტობის არსებობის გამო ორგანიზმი ვერ მოიხმარს ენერგიის წყაროდ გლუკოზას და სანაცვლოდ იძულებულია ამ მიზნით გამოიყენოს კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი (ეს პროცესი კიდევ უფრო მკვეთრად არის გამოხატული ტიპი 1 დიაბეტის დროს).
ასევე დიაბეტისთვის დამახასიათებელი შარდის ჭარბი გამოყოფის შედეგადაც წყლის დიდი ოდენობით კარგვაც ამცირებს სხეულის მასას.
კიდევ უფრო მოგვიანებით, თუ დიაბეტის მართვა გადადის ინსულინოთერაპიაზე, ინსულინმა შესაძლოა გამოიწვიოს მასის მატება, რადგან ისევე როგორც ბუნებრივი ჰორმონი, მედიკამენტის სახითაც ის ახდენს ცხიმის აქტიურ დამარაგებას.
იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ანტიდიაბეტურ აბებს, რომელთა მოქმედების მექანიზმი ეყრდნობა პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფის სტიმულირებას.
ემართება თუ არა ტიპი 2 დიაბეტი ბავშვებს?
კი. წარსულში დიაბეტი ტიპი 2-ის ერთ-ერთი სახელწოდება იყო მოზრდილთა დიაბეტი, რადგან ის პრაქტიკულად არ გვხვდებოდა ბავშვთა ასაკში.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ამ სახელწოდებამ დაკარგა თავისი გამოყენება და ჩამოშორდა ტიპი 2-ის დასახელებას, რადგან ბავშვებში უფრო და უფრო იზრდება მისი გამოვლენის შემთხვევები.
ამის მიზეზად სახელდება სიმსუქნის და უმოძრაობის მზარდი მაჩვენებლები ბავშვთა ასაკში დიაბეტის მიმართ არსებული გენეტიკური განწყობის ფონზე.
როგორია დიაბეტი ტიპი 2-ის განმსაზღვრელი გენების მშობლიდან შვილებზე გადაცემის რისკები?
ტიპი 2 დიაბეტს ახასიათებს გამოხატული ოჯახური შემთხვევები, რისი მიზეზებიც კომპლექსურია: გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრები, როგორც წესი, იზიარებენ ერთნაირ ქცევებს და ჩვევებს კვების და ფიზიკური აქტივობის მხრივ, ასევე აღინიშნება დაავადების მიმართ წინასწარგანწყობის გენეტიკური გადაცემა.
მშობლიდან შვილზე ტიპი 2 დიაბეტის განმსაზღვრელი დეფექტური გენების გადაცემის რისკები დამოკიდებულია მშობლებში დიაგნოსტირების ასაკზე და თუ ამ რისკებს გამოვხატავთ ციფრებში, ის ასეთ სახეს მიიღებს: 50 წლამდე დასმული დიაგნოზის შემთხვევაში დაავადების განვითარების რისკი არის 7-დან 1. ხოლო 50 წლის შემდეგ: 13-დან 1.
რამდენიმე კვლევა მიუთითებს რომ გენეტიკურად გადაცემის შანსი უფრო მაღალია დედიდან.
თუ ორივე მშობელს აქვს ტიპი 2 დიაბეტი, შვილისთვის დაავადების რისკი 50%-ია.
თუ იდენტური ტყუპებიდან ერთ-ერთს აქვს ტიპი 2 დიაბეტი, მეორისთვის რისკი 75%-ია.
ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახურ ანამნეზს. როცა სისხლით ახლო ნათესავს აქვს ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი, უნდა გაორმაგდეს ყურადღება ჯანმრთელობაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით შესაძლებელია დიაბეტის განვითარებისგან თავის დაცვა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა 58%-ით ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს.
Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)