შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი ტიპი 2: დიაგნოზის უარყოფა და მკურნალობის გარეშე დარჩენილი დაავადების მიმდინარეობა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ინსულინრეზისტენტობის და პანკრეასის მიერ ინსულინის არასათანადო გამომუშავების თანხვედრის შედეგად. კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა. საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. შემთხვევათა უმეტესობაში ისე ხდება, რომ დიაგნოსტირებულ პირებს…

გაგრძელება

ინსულინრეზისტენტობა
ნახშირწყლოვანი ცვლა

რა არის ინსულინ რეზისტენტობა

ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისება. უფრო მეტი ინსულინის მოქმედების მექანიზმზე: ინსულინი ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გულისხმობს უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას მის მოქმედებაზე.იმისთვის, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, ორგანიზმს უწევს ჩართოს კომპენსაციის მექანიზმი, რაც გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფას,…

გაგრძელება

ზოგადი

ძილი და ჰორმონული ბალანსი

ძილის მნიშვნელობა ჯანსაღი ძილი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მართალია გარეგნულად ძილი გამოიყურება, როგორც ცხოვრების სრულიად ინაქტიური ფაზა, მაგრამ ფიზიოლოგიურად ეს არის ინტენსიური აქტივობების პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ე.წ. ნეიროტრანსმისტერი ნივთიერებები იწყებენ მოქმედებას და ეხმარებიან ორგანიზმს: დაძინების დრო ჩვენი ორგანიზმი ემორჩილება შინაგან ბიოლოგიურ საათს, რომელიც რუტინულად არის სინქრონიზირებული დღესთან და ღამესთან. ამ რიტმის მიხედვით ფუნქციონირებს ცნობიერება, მეტაბოლიზმი, დაძინება-გაღვიძების ციკლი და სხვა…

გაგრძელება

ახალი წელი და დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი

შობა-ახალი წელი და დიაბეტი

ახალი წლის დღეები განსაკუთრებული პერიოდია ყველასთვის. ამ დღესასწაულს ქმნის ოჯახური გარემო, ლამაზი დეკორაციები, საჩუქრები და რა თქმა უნდა, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, რაც დიაბეტის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა თავსატეხად იქცეს. როგორ შევძლოთ ამ დღეების ისე გადატანა, რომ თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნოთ, განწყობა არ გავიფუჭოთ და ორგანიზმსაც არ მივაყენოთ სერიოზული ზიანი? ბოლოს და ბოლოს ერთი დღით ყველას გვეკუთვნის, რომ სხვადასხვა პროდუქტის მიღების…

გაგრძელება

თმის ცვენა
ზოგადი

თმის ცვენა ქალებში

მართალია, თმის ცვენა არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას. ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე…

გაგრძელება

ზოგადი

ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის თმიანობის განვითარება ქალებში. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ტერმინალური თმა, რომელიც უხეში სტრუქტურის და მუქი შეფერილობისაა, ჩნდება კანზე ისეთ ადგილებში, სადაც მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების რაოდენობაზე და არ უნდა გვხვდებოდეს ქალებში. ეს მიდამოებია: ზედა ტუჩი, ნიკაპი, წინამხარი, ბეჭის მიდამო, ზურგის ქვედა ნაწილი და დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირი, მუცელი, მკერდი, ჭიპის ქვედა არე…

გაგრძელება