დიეტების
ზოგადი, სწორი კვება

დიეტის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში სიმსუქნის პანდემიაა, რასაც დიეტების ბუმი ახლავს თან. სტატიაში განხილულია რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რასაც წონაში კლების მსურველები ხშირად უშვებენ ხოლმე და რაც საბოლოოდ წარუმატებელი მცდელობის და ზოგჯერ ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზიც ხდება. ჯადოსნობის ძიება ზედმეტი კილოგრამების დაკლება და შემდეგ მისი შენარჩუნება ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რაც ბევრისთვის რთული ამოცანაა. ეს სირთულე ხშირად ბიძგს აძლევს მარტივი გზების ძიებას. მარტივ გზაში…

გაგრძელება

საუზმე და მისი მნიშვნელიბა
სწორი კვება

საუზმე როგორც დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება

დაიწყებდით მგზავრობას მანქანით, რომლის ავზი ცარიელია? ნუტრიციოლოგების თქმით, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ დილით საუზმის მიღების საკითხს. მართალია, მანქანისგან განსხვავებით ჩვენს ორგანიზმს გააჩნია თავისი რეზერვები ენერგიის მისაღებად, თუმცა სხეულის მუდმივად იძულება, იფუნქციონიროს ამ რეზერვების ხარჯზე, ნამდვილად არ არის კარგი აზრი. დადასტურებულია, რომ საუზმე არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. საუზმისთვის იდეალურ დროდ მიიჩნევა საკვების მიღება გაღვიძებიდან მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში. რატომ არის…

გაგრძელება

წონის დეფიციტი
ზოგადი, სწორი კვება

წონის დეფიციტი და მისი უსაფრთხოდ მატების რეკომენდაციები

თანამედროვე მსოფლიოში არსებული ,,სიმსუქნის პანდემიის” ფონზე გამხდარი აღნაგობა ბევრისთვის სასურველი პრობლემაა, მაგრამ ძალიან მცირე წონა შეიძლება არც თუ ისე კარგი იყოს ჯანმრთელობისთვის. მართალია, ორგანიზმში დაგროვილი ზედმეტი ცხიმი ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ მისი სრული უქონლობა არანაკლებ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. გარკვეული რაოდენობით ცხიმის არსებობა ორგანიზმისთვის აუცილებელია. ცხიმი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ის მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, სითბოს წარმოქმნაში, ანთებითი რეაქციის შემცირებაში, შიმშილის…

გაგრძელება

როგორ ქმნის კვების
ზოგადი, სწორი კვება

როგორ ქმნის კვების მარკეტინგი სიჯანსაღის ყალბ განცდას

ბოლო წლების მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემების მზარდი მაჩვენებლების გამო სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი იცხოვროს ჯანსაღად. ისინი ცდილობენ საკვების არჩევისას ჯანსაღ პროდუქტს მიანიჭონ უპირატესობა და ეს ტენდენცია თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა. თუმცა, ეს ფაქტი არცთუ ისე სასიამოვნოა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ, მაგალითად, ტკბილ სასმელებს, სნექებს, ჩიფსებს, სხვადასხვა ტკბილეულობას. მათ კარგად იციან, რომ მათი პროდუქცია არ არის ჯანსაღი, მაგრამ მთავარ მიზანს…

გაგრძელება

ცუდი მჭამელი ბავშვი
სწორი კვება

პრეტენზიული მჭამელი ბავშვები

ის, რასაც ბავშვი დაბადებიდან ადრეულ ასაკში ჭამს და სვამს, განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას მთელი მომავალი ცხოვრების მანძილზე. ზოგადი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება სწორედ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჯანსაღი კვების წახალისება და დანერგვა. აქედან გამომდინარე, როცა პატარა წუნიაა და ცუდი მჭამელია, მშობლების მღელვარება ამ საკითხზე სრულიად ბუნებრივია. რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის კვების თავისებურებებზე კვებაზე ან ახალი პროდუქტის…

გაგრძელება

ვიტამინები და მინერალები
ზოგადი, სწორი კვება

როდის არის საჭირო ვიტამინების და მინერალების დანამატის სახით მიღება

მულტივიტამინი – მინერალების და ვიტამინების კომპლექსი, საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი საკვები დანამატია. მახასიათებლები მათი მრავალი ფორმა არსებობს და იწარმოება ტაბლეტის, კაფსულის, ჟელეს, ფხვნილის, საღეჭის და სითხის სახით. განსხვავებულია შემადგენლობაც და გვხვდება, როგორც: აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც სხვა საკვები დანამატების, მულტივიტამინების წარმოება და უსაფრთხოება არ რეგულირდება წამლების მსგავსად. ასევე, არ არსებობს ერთიანი დოზირების ნიმუში, თუ რომელი…

გაგრძელება