უსაფრთხოება რის საფუძველზე შეიძლება ვენდოთ მოკლე დროში შექმნილ COVID-19 ვაქცინებს? კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არის ექსპერიმენტული. მართალია ისინი დაჩქარებული ტემპით შეიქმნა, მაგრამ მათი ტესტირების პროცესში არ მომხდარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განმსაზღვრელი არც ერთი სატესტო საფეხურის გამოტოვება. ვაქცინები შეიქმნა იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც უკვე ათეული წლების წინ არის გამოგონებული და ტესტირებული და რომელთა დამუშავება თავის დროზე მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ…
ზოგადი
შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები
შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა. ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა: ბუნებრივ პროდუქტებში შემავალი შაქარი რთული აგებულებისაა და მარტივი შაქრისგან განსხვავებით უფრო ნელი ტემპით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან, ამიტომ არ იწვევს სისხლში შაქრის მაჩვენებლის…
ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი
ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…
ძილი და ჰორმონული ბალანსი
ძილის მნიშვნელობა ჯანსაღი ძილი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მართალია გარეგნულად ძილი გამოიყურება, როგორც ცხოვრების სრულიად ინაქტიური ფაზა, მაგრამ ფიზიოლოგიურად ეს არის ინტენსიური აქტივობების პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ე.წ. ნეიროტრანსმისტერი ნივთიერებები იწყებენ მოქმედებას და ეხმარებიან ორგანიზმს: დაძინების დრო ჩვენი ორგანიზმი ემორჩილება შინაგან ბიოლოგიურ საათს, რომელიც რუტინულად არის სინქრონიზირებული დღესთან და ღამესთან. ამ რიტმის მიხედვით ფუნქციონირებს ცნობიერება, მეტაბოლიზმი, დაძინება-გაღვიძების ციკლი და სხვა…
თმის ცვენა ქალებში
მართალია თმის ცვენა არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას. ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე გრძელდება. ამას…
ჭარბთმიანობა
ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის თმიანობის განვითარება ქალებში. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ტერმინალური თმა, რომელიც უხეში და მუქი ფერისაა, ჩნდება კანზე ისეთ ადგილებში, სადაც მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების რაოდენობაზე და არ უნდა გვხვდებოდეს ქალებში. ეს მიდამოებია: ზედა ტუჩი, ნიკაპი, წინამხარი, ბეჭის მიდამო, ზურგის ქვედა ნაწილი და დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირი, მუცელი, მკერდი, ჭიპის ქვედა არე ბოქვენამდე.…