ზოგადი

D ვიტამინი

D ვიტამინის როლი D ვიტამინის კარგად ცნობილი და დამტკიცებული ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში არის ძვლოვანი ქსოვილის სიჯანსაღის უზრუნველყოფა. D ვიტამინი მონაწილეობს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვაში, რითიც უზრუნველყოფს სისხლში ამ ელემენტების ოპტიმალური კონცენტრაციების შენარჩუნებას, ძვლის ნორმალურ მინერალიზაციას და კალციუმის ნაკლებობის სხვადასხვა შედეგებისგან ორგანიზმის დაცვას. D ვიტამინის ძირითადი წყარო მეთოდი, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი თავის თავს უქმნის საჭირო D ვიტამინის ძირითად რაოდენობას, უნიკალურია:…

გაგრძელება

კოვიდ ვაქცინა
ზოგადი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

უსაფრთხოება რის საფუძველზე შეიძლება ვენდოთ მოკლე დროში შექმნილ COVID-19 ვაქცინებს? კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არის ექსპერიმენტული. მართალია ისინი დაჩქარებული ტემპით შეიქმნა, მაგრამ მათი ტესტირების პროცესში არ მომხდარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განმსაზღვრელი არც ერთი სატესტო საფეხურის გამოტოვება. ვაქცინები შეიქმნა იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც უკვე ათეული წლების წინ არის გამოგონებული და ტესტირებული და რომელთა დამუშავება თავის დროზე მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ…

გაგრძელება

ზოგადი, სწორი კვება

შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები

შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა. ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა: ნატურალურ პროდუქტებში არსებული შაქარი – ჩვენ შაქარს დღის განმავლობაში ვიღებთ იმაზე ბევრად მეტი რაოდენობით, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ის შედის ბევრ ისეთ ბუნებრივ…

გაგრძელება

ფარინგეალური გლობუსი
ზოგადი, ფარისებრი ჯირკვალი

ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი

ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…

გაგრძელება

შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი ტიპი 2: დიაგნოზის უარყოფა და მკურნალობის გარეშე დარჩენილი დაავადების მიმდინარეობა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ინსულინრეზისტენტობის და პანკრეასის მიერ ინსულინის არასათანადო გამომუშავების თანხვედრის შედეგად. რა არის ინსულინ რეზისტენტობა ინსულინი კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა. საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. შემთხვევათა უმეტესობაში…

გაგრძელება

ინსულინრეზისტენტობა
ნახშირწყლოვანი ცვლა

რა არის ინსულინ რეზისტენტობა

ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისება. უფრო მეტი ინსულინის მოქმედების მექანიზმზე: ინსულინი ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გულისხმობს უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას მის მოქმედებაზე.იმისთვის, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, ორგანიზმს უწევს ჩართოს კომპენსაციის მექანიზმი, რაც გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფას,…

გაგრძელება