დიაბეტის დღიური

დიაბეტის დღიური

იცით, რომ შაქრიანი დიაბეტის მართვა 24/7-ზე მიმდინარე პროცესია?

ექიმის კაბინეტიდან გამოსული პაციენტი კი პირისპირ რჩება ამ ზოგჯერ ნაცნობი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უცნობი გამოწვევის წინაშე.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის დაავადების გაცნობა და მაქსიმალურად ბევრი სანდო ინფორმაციის მოძიება მის შესახებ.

მეორე საფეხური კი კონტროლის ხელში აღებაა, რაც მოითხოვს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლას, პროცესებზე დაკვირვებას, შეჯამებას, ანალიზს და ამ გამოცდილების გამოყენებას დაავადების ეფექტური მართვისთვის.

საკმაოდ რთულად ჟღერს, არა? თუმცა ყველაფერი საოცრად მარტივი შეიძლება გახდეს დიაბეტის დღიურის დახმარებით.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს პროდუქტი, რომელიც თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს.

ეს არ არის მხოლოდ დღიური. ინფორმაცია, რომელიც წიგნაკის პირველ გვერდებზე დაგხვდებათ, თქვენი საიმედო გზამკვლევი გახდება ყველა რთულ სიტუაციაში.

საერთო ჯამში, დიაბეტის დღიური დაგეხმარებათ, რომ:

ჩაინიშნოთ სისხლში შაქრის შემცველობის თვითკონტროლის მონაცემები დეტალურად კვებასთან მიმართებაში ან მის გარეშე (შესაბამისი გვერდები გათვლილია 1 წელზე). ამ მონაცემების თავმოყრა დიდ დახმარებას გაუწევს თქვენს ექიმსაც, რომ დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები, რაც საბოლოოდ დაავადების მართვის ხარისხზე და შედეგებზე აისახება.

გქონდეთ პასუხები კითხვებზე, თუ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა არასტანდარტულ სიტუაციებში, როგორიც არის: სისხლში შაქრის შემცველობის მეტისმეტად მომატება ან ზედმეტად დაქვეითება და ბანალური ინფექციური დაავადებების მართვა დიაბეტის პირობებში.

როგორ დაგეგმოთ დიაბეტური კვება, რა პროდუქტებს მიანიჭოთ უპირატესობა და როგორ განსაზღვროთ ამა თუ იმ კერძის ზემოქმედება სისხლში შაქრის შემცველობაზე.

როგორ გააჯანსაღოთ დღიური რუტინა და როგორ ჩართოთ მასში ფიზიკური აქტივობა სათანადო ინტენსივობით.

გააკონტროლოთ სხეულის მასა და დააკვირდეთ მისი ცვლილებების დინამიკას.

თავი მოუყაროთ და მუდმივად ხელმისაწვდომად გქონდეთ: თქვენი დანიშნულებები, ჩატარებული კვლევები და კონსულტაციები, ექიმების და კლინიკების საკონტაქტო მონაცემები.

ისწავლოთ, როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე დიაბეტური გართულებების განვითარების რისკები: გლიკემიის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევით, მუდმივი მონიტორინგით, ტერფის მოვლის რეკომენდაციების დაცვით.

ისწავლოთ ემოციების მართვა და სტრესის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება.

აღწერა:

გვერდების რაოდენობა: 180

ყდა: რბილი, ლამინირებული

ფორმატი: A5

ილუსტრაციები: ფერადი

საჩუქრად: კალამი და წებოვანი ჩასანიშნი ფურცლები

ფასი: 65 ლარი

(+ მიწოდების სერვისი თბილისსა და რეგიონებში 10 ლარი)

შესაძენად მოგვწერეთ: მესენჯერში ჩემი ენდოკრინოლოგი ან მეილზე: contact@endocrinolo.gy