ზოგადი, სწორი კვება

შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები

შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა. ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა: ბუნებრივ პროდუქტებში შემავალი შაქარი რთული აგებულებისაა და მარტივი შაქრისგან განსხვავებით უფრო ნელი ტემპით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან, ამიტომ არ იწვევს სისხლში შაქრის მაჩვენებლის…

გაგრძელება

ხილი და დიაბეტი
სწორი კვება, შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი და ხილი

შაქრიანი დიაბეტის ეფექტური მართვის პროცესში წამყვანი კომპონენტია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი პრინციპია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება კვების რაციონში. დიეტის დანიშვნის შემდეგ პაციენტთა შორის განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ხილთან დაკავშირებით: თუ რომელი სახეობის მიღება შეიძლება და რა რაოდენობით, რომლის მიღება არ არის სასურველი და ა.შ. ხილის კვებითი ღირებულება ხილი არის საკვების ის კატეგორია, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს მისი მაღალი…

გაგრძელება

შაქრიანი
სწორი კვება, შაქრიანი დიაბეტი

კვება შაქრიანი დიაბეტის დროს / დიაბეტი და ალკოჰოლი

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5…

გაგრძელება

სწორი კვება
სწორი კვება

ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები

სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებისგან. ჯანმრთელი კვების რეჟიმი უზრუნველყოფს ბავშვებში: ენერგიის შენარჩუნებას გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას სულიერ სიჯანსაღეს ნორმალური წონის შენარჩუნებას, რითიც უზრუნველყოფილია ისეთი ქრონიკული დაავადებებისაგან დაცვა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიოლოგიური პრობლემები, ჰიპერტენზია და სხვ. სიმსუქნე ბავშვებში მნიშვნელოვანი მითითებები დიდი რაოდენობით ბოსტნეული რაციონში ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვთა კვებაში. ცუდი ბოსტნეულის…

გაგრძელება

სიმსუქნე
ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში. ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში…

გაგრძელება

ყოველდღიური საკვები
სწორი კვება

როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები

გარკვეული ჯგუფის პროდუქტები კვირიდან კვირამდე ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის ძირითად და უცვლელ ნაწილს შეადგენს. ესენია, მაგალითად, პური, ხორცი, რძის ნაწარმი, სხვადასხვა ბოსტნეული, ბრინჯი, მაკარონი და სხვა. ამავე დროს, ამ პროდუქტებიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელ სახეობას ვირჩევთ და როგორ ვამზადებთ მას. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები ისე, რომ მაქსიმალური ნუტრიენტული ღირებულება ჰქონდეს და…

გაგრძელება