ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ეს არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს, დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია. როგორ რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან გადავიდეს უჯრედებში და იქ გამოყენებულ…
პაციენტის გვერდი
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები
სიმსივნე არის კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის შეიძლება ნებისმიერ ორგანოში აღმოცენდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია. კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალში ბევრი სხვადასხვაგვარი კვანძი შეიძლება განვითარდეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა კეთილთვისებიანია, საერთო შემთხვევების 5%-ში კი დგინდება მისი ავთვისებიანობა. მთავარი, რაც ასეთ კვანძს განასხვავებს კეთილთვისებიანისგან არის ის, რომ…
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში. უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს…
კალციუმი
კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.…
გრეივსის დაავადება
გრეივსის დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოქმნის აუტოანტისხეულებს, მათი მოქმედების შედეგად კი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა და ამგვარად ვითარდება ჰიპერთირეოზი. სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა ასოცირებულია მრავალფეროვან გამოვლინებებთან. ესენია: წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე…
ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მისი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს…