დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების მიზეზებში გარკვევა არ არის მარტივი, რადგან დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ამ დაავადების განვითარებისადმი უფრო მეტი მიდრეკილებით. გენეტიკის როლი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში ტიპი 2-თან შედარებით გენეტიკის როლი ნაკლებია. შეიძლება თუ არა დიაბეტი ტიპი 1 ჩაითვალოს მემკვიდრეობით დაავადებად, ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან შემთხვევათა 90%-ში დაავადებულის ნათესავებში არ აღინიშნება ეს პათოლოგია. საქმე…
პაციენტის გვერდი
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, სადაც იკვეთება გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: ერთი, რომლის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომლის კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ამ მექანიზმების ამოქმედებით კი დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია. რა უნდა გაკეთდეს მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს: ამ…
ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების მომატება
რა არის ანტისხეული ორგანიზმში ისეთი უცხო სხეულის მოხვედრის საპასუხოდ, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები _ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავდება სპეციალური ნივთიერება _ ანტისხეული, რომელიც უზრუნველყოფს ამ უცხო აგენტის აღმოჩენას და განეიტრალებას. გამართულად მუშაობის პირობებში იმუნური სისტემა უშეცდომოდ ანსხვავებს უცხო უჯრედებს საკუთარისგან. მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის იწყებს ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების უცხოდ აღქმას და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელთაც…
ჰიპოგლიკემია დიაბეტის გარეშე
ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ეს არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს, დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია. როგორ რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან გადავიდეს უჯრედებში და იქ გამოყენებულ…
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები
სიმსივნე არის კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის შეიძლება ნებისმიერ ორგანოში აღმოცენდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია. კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალში ბევრი სხვადასხვაგვარი კვანძი შეიძლება განვითარდეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა კეთილთვისებიანია, საერთო შემთხვევების 5%-ში კი დგინდება მისი ავთვისებიანობა. მთავარი, რაც ასეთ კვანძს განასხვავებს კეთილთვისებიანისგან არის ის, რომ…
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში. უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს…