სიმსივნე არის კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის შეიძლება ნებისმიერ ორგანოში აღმოცენდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია. კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალში ბევრი სხვადასხვაგვარი კვანძი შეიძლება განვითარდეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა კეთილთვისებიანია, საერთო შემთხვევების 5%-ში კი დგინდება მისი ავთვისებიანობა. მთავარი, რაც ასეთ კვანძს განასხვავებს კეთილთვისებიანისგან არის ის, რომ…
პაციენტის გვერდი
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში. უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს…
კალციუმი
კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.…
გრეივსის დაავადება
გრეივსის დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოქმნის აუტოანტისხეულებს, მათი მოქმედების შედეგად კი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა და ამგვარად ვითარდება ჰიპერთირეოზი. სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა ასოცირებულია მრავალფეროვან გამოვლინებებთან. ესენია: გრეივსის ოფთალმოპათია გრეივსის დაავადების განსაკუთრებით მკაფიო მახასიათებელია ცვლილებები თვალების…
ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მისი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს…
ჰიპოთირეოზი და ორსულობა
ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე. აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. ესენია: უფრო ვრცლად ჰიპოთირეოზის შესახებ წაიკითხეთ აქ. უშლის თუ არა ჰიპოთირეოზი ხელს დაორსულებას ჰიპოთირეოზის შედეგად ფერხდება საკვერცხეების გამართული…
კვება შაქრიანი დიაბეტის დროს / დიაბეტი და ალკოჰოლი
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5…
ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები
განახლებულია: 08.01.2026 სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებისგან. ჯანმრთელი კვების რეჟიმი უზრუნველყოფს ბავშვებში: სიმსუქნე ბავშვებში მნიშვნელოვანი მითითებები დიდი რაოდენობით ბოსტნეული რაციონში ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვთა კვებაში. ცუდი ბოსტნეულის ცნება არ არსებობს, მაგრამ არის გარკვეული სახეობები, რომლებიც უფრო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ასეთია მკვეთრი შეფერილობის ბოსტნეული, როგორიცაა მაგალითად სტაფილო, ბროკოლი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა. ჯანსაღი საკვები მზადაა…
სიმსუქნე ბავშვებში
სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში. ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში…
სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები
გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში. წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია…
როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები
გარკვეული ჯგუფის პროდუქტები კვირიდან კვირამდე ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის ძირითად და უცვლელ ნაწილს შეადგენს. ესენია, მაგალითად, პური, ხორცი, რძის ნაწარმი, სხვადასხვა ბოსტნეული, ბრინჯი, მაკარონი და სხვა. ამავე დროს, ამ პროდუქტებიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელ სახეობას ვირჩევთ და როგორ ვამზადებთ მას. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები ისე, რომ მაქსიმალური ნუტრიენტული ღირებულება ჰქონდეს და…
გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი
გესტაციური დიაბეტის დროს ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება…











