გესტაციური
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი

გესტაციური დიაბეტის დროს ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება…

გაგრძელება

პრედიაბეტი
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

პრედიაბეტი

პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. როგორ ყალიბდება პრედიაბეტური მდგომარეობა ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს. პრედიაბეტის…

გაგრძელება

დიაბეტი
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. დაავადების განვითარების მექანიზმი შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ, რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინზე შეკვეთის მიღება და დამზადება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის (გლუკოზას) ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში, ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ინსულინის მოქმედების მექანიზმი ყველა უჯრედს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია. საკვების მიღების…

გაგრძელება

სხეულის მასა
ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სხეულის მასის შეფასება

მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი 18,5-24,9 _ ნორმალური…

გაგრძელება