ინსულინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისება. უფრო მეტი ინსულინის მოქმედების მექანიზმზე: ინსულინი ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გულისხმობს უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას მის მოქმედებაზე.იმისთვის, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, ორგანიზმს უწევს ჩართოს კომპენსაციის მექანიზმი, რაც გულისხმობს პანკრეასის მიერ ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფას,…
პაციენტის გვერდი
ძილი და ჰორმონული ბალანსი
ძილის მნიშვნელობა ჯანსაღი ძილი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მართალია გარეგნულად ძილი გამოიყურება, როგორც ცხოვრების სრულიად ინაქტიური ფაზა, მაგრამ ფიზიოლოგიურად ეს არის ინტენსიური აქტივობების პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ე.წ. ნეიროტრანსმისტერი ნივთიერებები იწყებენ მოქმედებას და ეხმარებიან ორგანიზმს: დაძინების დრო ჩვენი ორგანიზმი ემორჩილება შინაგან ბიოლოგიურ საათს, რომელიც რუტინულად არის სინქრონიზირებული დღესთან და ღამესთან. ამ რიტმის მიხედვით ფუნქციონირებს ცნობიერება, მეტაბოლიზმი, დაძინება-გაღვიძების ციკლი და სხვა…
შობა-ახალი წელი და დიაბეტი
ახალი წლის დღეები განსაკუთრებული პერიოდია ყველასთვის. ამ დღესასწაულს ქმნის ოჯახური გარემო, ლამაზი დეკორაციები, საჩუქრები და რა თქმა უნდა, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, რაც დიაბეტის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა თავსატეხად იქცეს. როგორ შევძლოთ ამ დღეების ისე გადატანა, რომ თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნოთ, განწყობა არ გავიფუჭოთ და ორგანიზმსაც არ მივაყენოთ სერიოზული ზიანი? ბოლოს და ბოლოს ერთი დღით ყველას გვეკუთვნის, რომ სხვადასხვა პროდუქტის მიღების…
თმის ცვენა ქალებში
მართალია, თმის ცვენა არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობას, მაგრამ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას. ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე…
ჭარბთმიანობა
ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის თმიანობის განვითარება ქალებში. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ტერმინალური თმა, რომელიც უხეში სტრუქტურის და მუქი შეფერილობისაა, ჩნდება კანზე ისეთ ადგილებში, სადაც მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების რაოდენობაზე და არ უნდა გვხვდებოდეს ქალებში. ეს მიდამოებია: ზედა ტუჩი, ნიკაპი, წინამხარი, ბეჭის მიდამო, ზურგის ქვედა ნაწილი და დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირი, მუცელი, მკერდი, ჭიპის ქვედა არე…
სტრესის გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე
სტრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც რეაქცია ნებისმიერ ისეთ სიტუაციაზე, რომელიც არღვევს წონასწორობას ორგანიზმსა და მის გარემომცველ გარემოს შორის. ზოგადად სტრესი ადამიანის არსებობის ბუნებრივი თანმდევია და ბევრ რამეში ეხმარება მას, თუმცა დღევანდელი ცხოვრება ზედმეტად გადატვირთულია სტრესული სიტუაციებით, რის გამოც ის ხშირად სხვადასხვა პრობლემის სათავედ გვევლინება. ყველაზე გავრცელებული სტრესორებია: როგორ ზემოქმედებს სტრესი ორგანიზმზე სტრესს შეუძლია მისი აღმოცენების საპასუხად შეცვალოს ბევრი სხვადასხვა ჰორმონის კონცენტრაცია…