რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება. იოდის…
პაციენტის გვერდი
ენდოკრინოლოგია და მისი მნიშვნელობა
ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და მათ მიერ გამოყოფილ ჰორმონებს. ჰორმონული ბალანსი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ენდოკრინული სისტემა არეგულირებს მეტაბოლიზმს, ყოველდღიურ განწყობას, ზრდასა და განვითარებას, სექსუალურ ფუნქციასა და რეპროდუქციულ პროცესებს. ყველაზე გავრცელებული დარღვევები, რომლებთან გამკლავებაც ენდოკრინოლოგს უწევს, არის: ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან…