ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში. უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს…
პაციენტის გვერდი
კალციუმი
კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.…
გრეივსის დაავადება
გრეივსის დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოქმნის აუტოანტისხეულებს, მათი მოქმედების შედეგად კი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა და ამგვარად ვითარდება ჰიპერთირეოზი. სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა ასოცირებულია მრავალფეროვან გამოვლინებებთან. ესენია: წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე…
ჰიპერთირეოზი
ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მისი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს…
ჰიპოთირეოზი და ორსულობა
ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე. აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. ესენია: დაღლილობის შეგრძნება სიცივის მიმართ აუტანლობის მომატება ყაბზობა კანის სიმშრალე თმის ცვენა ფრჩხილების მტვრევადობა წონაში მატება ან წონის…
კვება შაქრიანი დიაბეტის დროს / დიაბეტი და ალკოჰოლი
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5…