დიაბეტის სკრინინგი
შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით. მისი ყველაზე ხშირი ფორმა _ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , ადრეულ სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმა ზოგჯერ რამდენიმე წელიც ჭიანურდება. მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში არსებული და მიმდინარე ქრონიკული ჰიპერგლიკემია ასოცირებულია მრავალი ორგანოს, განსაკუთრებით: თვალების, თირკმლების, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების, მძიმე დაზიანებასთან და ფუნქციის მოშლასთან. დიაბეტის ადრეული…

გაგრძელება

პრედიაბეტი
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

პრედიაბეტი

პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. როგორ ყალიბდება პრედიაბეტური მდგომარეობა ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს. პრედიაბეტის…

გაგრძელება

გლუკოზა
შაქრიანი დიაბეტი

სისხლში შაქრის შემცველობის ნორმები და სადიაგნოსტიკო ტესტები

სტატიის ბოლო განახლება: 11.10.2024 ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება და გარდაიქმნება უფრო მარტივ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. საკვებით მიღების გარდა, საჭიროების შემთხვევაში ის თავად ორგანიზმშიც წარმოიქმნება სხვა ნივთიერებების გარდაქმნის გზით. გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა ჩვენი უჯრედებისთვის. საკვების დაშლის და ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით. ტერმინები და კვლევის…

გაგრძელება

დიაბეტი ტიპი 1
შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. გამომწვევი ფაქტორები დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა…

გაგრძელება

დიაბეტი
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. დაავადების განვითარების მექანიზმი შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ, რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინზე შეკვეთის მიღება და დამზადება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის (გლუკოზას) ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში, ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ინსულინის მოქმედების მექანიზმი ყველა უჯრედს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია. საკვების მიღების…

გაგრძელება