მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი 18,5-24,9 _ ნორმალური…
სწორი კვება
რა არის კალორია
ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით. ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად:1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას;1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას;1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას. ფორმალურად 1 კილოკალორია = 1 000…
რისგან შედგება ჩვენი საკვები
ეს არის ნივთიერებების, ე.წ. ნუტრიენტების ექვსი ჯგუფი: ნახშირწყლები წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის; ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბრინჯი, ხორბალი და სხვა მარცვლოვანები, ასევე პარკოსნები, თხილი, რძე და მისი პროდუქტები, ბოჭკო, ხილი, ბოსტნეული. ლიპიდები დამარაგებული ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება დასვენების, ძილის და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, ის ასევე მნიშვნელოვან…
ჯანმრთელი კვების ზოგადი პრინციპები
ჯანმრთელი კვება წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების სათანადო კომბინაციას. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას განსაზღვრული რაოდენობით თუ ყოველდღიურად არა, თუნდაც კვირის განმავლობაში მაინც. გამხდარი ფიგურის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოპულარულ დიეტებს, რომლებშიც სრულიად დარღვეულია საკვები ნივთიერებების ბალანსი და რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, ცხიმის სრულ გამორიცხვას რაციონიდან, რამდენიმე კვების ამოგდებას რეჟიმიდან, ერთი სახეობის საკვების მიღებას ყოველდღიურად და…