ექიმის გვერდი

ვიტამინ D დეფიციტის კავშირი მეტაბოლურ სინდრომთან პოსტმენოპაუზურ ქალებში

უახლესი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში უფრო მაღალია მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი, ვიდრე ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობით არსებობის პირობებში. 25-ჰიდროქსივიტამინ-D [25(OH)D]-ს დონე 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები ასევე ასოცირებული აღმოჩნდა ტრიგლიცერიდების მომატებისა და HDL ქოლესტერინის შემცირების მაღალ ალბათობასთან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მიღებული შედეგები უჩვენებს, რომ პოსტმენოპაუზურ ქალებში D ვიტამინის დეფიციტის შევსებით შესაძლებელია მეტაბოლური სინდრომის განვითარების და მასთან ასოცირებული…

გაგრძელება

სხეულის მასა
ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სხეულის მასის შეფასება

მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად:<18,5 _ მასის დეფიციტი; 18,5-24,9 _ ნორმალური მასა;…

გაგრძელება

სწორი კვება

რა არის კალორია

ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით; ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად: 1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას; 1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას; 1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას. ფორმალურად 1 კილოკალორია…

გაგრძელება

სწორი კვება

რისგან შედგება ჩვენი საკვები

ეს არის ნივთიერებების, ე.წ. ნუტრიენტების ექვსი ჯგუფი: ნახშირწყლები წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის; ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბრინჯი, ხორბალი და სხვა მარცვლოვანები, ასევე პარკოსნები, თხილი, რძე და მისი პროდუქტები, ბოჭკო, ხილი, ბოსტნეული. ლიპიდები დამარაგებული ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება დასვენების, ძილის და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, ის ასევე მნიშვნელოვან…

გაგრძელება

სწორი კვება

ჯანმრთელი კვების ზოგადი პრინციპები

ჯანმრთელი კვება წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების სათანადო კომბინაციას. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას განსაზღვრული რაოდენობით თუ ყოველდღიურად არა, თუნდაც კვირის განმავლობაში მაინც. გამხდარი ფიგურის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოპულარულ დიეტებს, რომლებშიც სრულიად დარღვეულია საკვები ნივთიერებების ბალანსი და რომლებიც გულისხმობს,მაგალითად, ცხიმის სრულ გამორიცხვას რაციონიდან, რამდენიმე კვების ამოგდებას რეჟიმიდან, ერთი სახეობის საკვების მიღებას ყოველდღიურად და ა.…

გაგრძელება

ჯანსაღი ცხოვრება
ზოგადი

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

თანამედროვე მიდგომით ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ, ის განისაზღვრება, როგორც ფიზიკური, ემოციური და სულიერი სიჯანსაღე. ჯანმრთელობა არ არის სტატიკური ცნება, ის აქტიური პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას მის მისაღწევად. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელად ყოფნას არის: შემოსავლები და სოციალური სტატუსი განათლებისა და წიგნიერების დონე შრომითი დასაქმების პირობები სოციალური გარემო ბუნებრივი გარემო პერსონალური ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის თავისებურებები…

გაგრძელება