შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების…

გაგრძელება

დიაბეტი
ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ადამიანის მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ. რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი გლუკოზას სისხლში დაგროვება…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინზე შეკვეთის მიღება და დამზადება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვებიდან შაქრის (გლუკოზას) ათვისებასა და ენერგიის წყაროდ გამოყენებაში, ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ინსულინის მოქმედების მექანიზმი ყველა უჯრედს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია. საკვების მიღების…

გაგრძელება

თიროქსინის პრეპარატები
ფარისებრი ჯირკვალი

თიროქსინის პრეპარატები

ჰიპოთირეოზის მკურნალობა ლევოთიროქსინის პრეპარატებით საკმაოდ მარტივად მართვადი პროცესია. მთავარია პაციენტის მიერ გათვალისწინებული და დაცული იყოს რამდენიმე აუცილებელი წესი, რათა ექიმმა შეძლოს სასურველი შედეგის დროულად მიღება. ლევოთიროქსინი საქართველოში ძირითადად ორი ბრენდული სახელწოდებით იყიდება. ესენია: ეუთიროქსი და L-თიროქსინი. ძირითადი მოქმედი ნივთიერება მათში იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ დამხმარე არააქტიური დანამატები. მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი სხვა სახელწოდების ლევოთიროქსინზე გადასვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე.…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზის მკურნალობის თავისებურებები

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დარღვევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა, ანუ მდგომარეობა, როცა ჯირკვალი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის ჰორმონებით. ეს დაავადება ჰიპოთირეოზის სახელითაა ცნობილი. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ნორმალური წარმოება უმნიშვნელოვანესია ყველა უჯრედის გამართული მუშაობისთვის. უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილება ჯირკვალში შეუქცევადია და მისი ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა ვერ ხერხდება, ამიტომ ჰიპოთირეოზის მკურნალობის…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის. ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით. ასაკის მატებასთან ერთად იმატებს…

გაგრძელება