შაქრიანი დიაბეტი

გლუკოზას დონე სისხლში: ნორმა და პათოლოგია

ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს იმ უჯრედებისთვის, რომლებიც შეადგენენ კუნთებს და სხვა ქსოვილებს. ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ინსულინის დახმარებით. გლუკოზას დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით, ესენია: მმოლ/ლ და მგ/დლ. მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება ფორმულა: 🔸მმოლ/ლ = მგ/დლ…

გაგრძელება

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ადამიანის მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ. რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი გლუკოზას სისხლში დაგროვება…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის მიერ, რომელსაც მეორენაირად კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან აითვისოს და გამოიყენოს შაქარი (გლუკოზა) ენერგიის წარმოქმნის მიზნით და ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი მისი შემდგომი გამოყენებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ორგანიზმის უჯრედებს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია, ენერგიის წყაროს კი წარმოადგენს…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

თიროქსინის პრეპარატები

ჰიპოთირეოზის მკურნალობა ლევოთიროქსინის პრეპარატებით საკმაოდ მარტივად მართვადი პროცესია. მთავარია პაციენტის მიერ გათვალისწინებული და დაცული იყოს რამდენიმე აუცილებელი წესი, რათა ექიმმა შეძლოს სასურველი შედეგის დროულად მიღება. ლევოთიროქსინი საქართველოში ძირითადად ორი ბრენდული სახელწოდებით იყიდება. ესენია: ეუთიროქსი და L-თიროქსინი. ძირითადი მოქმედი ნივთიერება მათში იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ დამხმარე არააქტიური დანამატები. მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი სხვა სახელწოდების ლევოთიროქსინზე გადასვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე.…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზის მკურნალობის თავისებურებები

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დარღვევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა, ანუ მდგომარეობა, როცა ჯირკვალი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის ჰორმონებით. ეს დაავადება ჰიპოთირეოზის სახელითაა ცნობილი. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ნორმალური წარმოება უმნიშვნელოვანესია ყველა უჯრედის გამართული მუშაობისთვის. უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილება ჯირკვალში შეუქცევადია და მისი ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა ვერ ხერხდება, ამიტომ ჰიპოთირეოზის მკურნალობის…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის. ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით. ასაკის მატებასთან ერთად იმატებს…

გაგრძელება

პროფესიონალებისთვის

ვიტამინ D დეფიციტის კავშირი მეტაბოლურ სინდრომთან პოსტმენოპაუზურ ქალებში

უახლესი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში უფრო მაღალია მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი, ვიდრე ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობით არსებობის პირობებში. 25-ჰიდროქსივიტამინ-D [25(OH)D]-ს დონე 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები ასევე ასოცირებული აღმოჩნდა ტრიგლიცერიდების მომატებისა და HDL ქოლესტერინის შემცირების მაღალ ალბათობასთან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მიღებული შედეგები უჩვენებს, რომ პოსტმენოპაუზურ ქალებში D ვიტამინის დეფიციტის შევსებით შესაძლებელია მეტაბოლური სინდრომის განვითარების და მასთან ასოცირებული…

გაგრძელება

ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სხეულის მასის შეფასება

მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი; 18,5-24,9 _ ნორმალური…

გაგრძელება

სწორი კვება

რა არის კალორია

ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით; ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად: 1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას; 1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას; 1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას. ფორმალურად 1 კილოკალორია…

გაგრძელება