სიმაღლეში ზრდა
GENERAL

HEIGHT ASSESMENT

ტანდაბლობა და ზრდის შეფერხება, როგორც სამედიცინო ტერმინები, გამოიყენება იმ პირთა მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც ჩამორჩებიან სიმაღლეში მისივე ასაკის, სქესის და ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს. პრაქტიკაში მათი გამოყენება უმეტესად ბავშვებში ხდება. ზრდის პროცესის კლინიკური შეფასება ბავშვი შეიძლება ჩამორჩებოდეს თანატოლებს სიმაღლეში, მაგრამ ამავე დროს იყოს სრულიად ჯანმრთელი. ეს განსაკუთრებით ბუნებრივი მოვლენაა, როცა მშობლებიც ტანდაბლები არიან, რადგან მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს, არის გენეტიკა.…

Read more

ფიზიკური აქტივობა
GENERAL

HOW TO STAY ACTIVE AT A DESK JOB

ხანგრძლივ ჯდომასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკები ადამიანის ორგანიზმი შექმნილია მოძრაობისთვის და ათასწლეულების განმავლობაში სწორედ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული ხალხის ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი წილი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი (ავტომობილი, ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვ.) გამოიწვია ის, რომ დღეს ყველა ასაკის ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ მჯდომარე პოზიციაში. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა კორონავირუსულმა პანდემიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. არადა, მჯდომარე მდომარეობაში ხანგრძლივმა ყოფნამ ნებისმიერი მიზეზით,…

Read more

ფარისებრი ჯირკვალი და სიმსუქნე
Thyroid gland

THYROID GLAND AND BODY MASS

პოპულარული მოსაზრების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სხეულის მასის მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, ასეთი ზოგადი ფორმულირება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზოგჯერ შეუსაბამო აღმოჩნდეს. ფარისებრი ჯირკვალი და მისი როლი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში. კერძოდ, მისი ჰორმონების დახმარებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, კუნთოვანი ძალა, გულის მუშაობა, სუნთქვა, რეპროდუქცია და სხეულის მასა. სიმსუქნე…

Read more

სტატია ექიმებისთვის
DOCTOR'S PAGE, Thyroid gland

The impact of obesity on thyroid gland

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით. ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია. ეს…

Read more

სიყვარულის ენდოკრინოლოგია
GENERAL

ENDOCRINOLOGY OF LOVE

რა არის სიყვარული? თუ აქამდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ტრადიციულად პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები ცდილობდნენ, დღეს უკვე შედარებით ნაკლებად რომანტიული პროფესიის წარმომადგენლებს – ენდოკრინოლოგებსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სიყვარული და ასევე სხვა ემოციებიც აღმოცენდება გულიდან. სინამდვილეში კი მის წარმოქმნას თავის ტვინი განაგებს. ქიმიური თვალსაზრისით სიყვარული არის სხვადასხვა ნივთიერებების –…

Read more

GENERAL

ოფლის გამოყოფა – ნორმა და პათოლოგია

ოფლის წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციაა. მასში იგულისხმება უპირატესად მარილის (NaCl) შემცველი სითხის გამოყოფა კანში მრავლად განლაგებული საოფლე ჯირკვლების მიერ. ფიზიოლოგიური როლი და მნიშვნელობა ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი ინსტრუმენტია. როცა სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შედეგად სხეულში წარმოქმნილი სითბო ჭარბად გროვდება, მის გასანეიტრალებლად და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, ატენიანებს მას, ორთქლდება და შედეგად ხდება სხეულის გაგრილება საჭირო…

Read more