შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში 4-5…
შაქრიანი დიაბეტი
სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები
გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში. წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია…
გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი
გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა,…
შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი
შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით. მისი ყველაზე ხშირი ფორმა _ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , ადრეულ სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმა ზოგჯერ რამდენიმე წელიც ჭიანურდება. მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში არსებული და მიმდინარე ქრონიკული ჰიპერგლიკემია ასოცირებულია მრავალი ორგანოს, განსაკუთრებით: თვალების, თირკმლების, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების, მძიმე დაზიანებასთან და ფუნქციის მოშლასთან. დიაბეტის ადრეული…
პრედიაბეტი
პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს. პრედიაბეტის არსებობა ნიშნავს, რომ ეს…
გლუკოზას დონე სისხლში: ძირითადი ტერმინები, გამოკვლევის მეთოდები და მაჩვენებლის ნორმები
ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება და გარდაიქმნება უფრო მარტივ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. საკვებით მიღების გარდა, ის თავად ორგანიზმშიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნივთიერების გარდაქმნის გზით. გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა ჩვენი უჯრედებისთვის. საკვების დაშლის და ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით. შაქრის დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით,…