ფარინგეალური გლობუსი
ზოგადი, ფარისებრი ჯირკვალი

ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი

ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…

გაგრძელება

ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, ფარისებრი ჯირკვალი, შაქრიანი დიაბეტი

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულები
ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების მომატება

რა არის ანტისხეული ორგანიზმში ისეთი უცხო სხეულის მოხვედრის საპასუხოდ, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები _ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავდება სპეციალური ნივთიერება _ ანტისხეული, რომელიც უზრუნველყოფს ამ უცხო აგენტის აღმოჩენას და განეიტრალებას. გამართულად მუშაობის პირობებში იმუნური სისტემა უშეცდომოდ ანსხვავებს უცხო უჯრედებს საკუთარისგან. მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის იწყებს ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების უცხოდ აღქმას და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელთაც…

გაგრძელება

სიმსივნე
ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები

სიმსივნე არის კვანძოვანი წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება გადაგვარებული უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. ის შეიძლება ნებისმიერ ორგანოში აღმოცენდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია. კონკრეტულად ფარისებრ ჯირკვალში ბევრი სხვადასხვაგვარი კვანძი შეიძლება განვითარდეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა კეთილთვისებიანია, საერთო შემთხვევების 5%-ში კი დგინდება მისი ავთვისებიანობა. მთავარი, რაც ასეთ კვანძს განასხვავებს კეთილთვისებიანისგან არის ის, რომ…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები
ფარისებრი ჯირკვალი

კვანძები ფარისებრ ჯირკვალში

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა ენდოკრინოლოგიაში. უმეტეს შემთხვევაში კვანძები ზომით დიდი არ არის და არ იწვევს დისკომფორტს. ამიტომ მისი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება შემთხვევით, ფარისებრი ჯირკვლის პროექციაზე ხელით გასინჯვის ან ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. გამომწვევი მიზეზი და მახასიათებლები ფარისებრ ჯირკვალში კვანძის წარმოქნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან, გენეტიკურ განწყობასთან, კისრის მიდამოს…

გაგრძელება

გრეივსის დაავადება
ფარისებრი ჯირკვალი

გრეივსის დაავადება

გრეივსის დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოქმნის აუტოანტისხეულებს, მათი მოქმედების შედეგად კი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა და ამგვარად ვითარდება ჰიპერთირეოზი. სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა ასოცირებულია მრავალფეროვან გამოვლინებებთან. ესენია:  წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე…

გაგრძელება