რადიოაქტიური იოდით თერაპია ბირთვული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა. მეთოდის არსი არის რადიოაქტიური იოდის (I 131) გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების განადგურების მიზნით. თერაპია უკვე ათწლეულებია აქტიურადაა დანერგილი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, ჰიპერთირეოზის და სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნალობაში. მოქმედების მექანიზმი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების ნორმალური…
ფარისებრი ჯირკვალი
მკურნალობის მეთოდის არჩევა გრეივსის დაავადების დროს
გრეივსის დაავადება, იგივე დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გააქტიურებით ხასიათდება. დაავადება აუტოიმუნურია. აუტოანტისხეულები გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სტრუქტურული კომპონენტის (თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების) მიმართ, რაც ჯირკვლის ზენორმული გააქტიურების და მის მიერ ჰორმონების ჭარბი გამომუშავების მიზეზი ხდება. გრეივსის დაავადების წამყვანი გამოვლინებებია: მკურნალობის ვარიანტები დიაგნოზის დადასტურების შემდეგ უნდა შეირჩეს მკურნალობის მეთოდი. ამერიკის თირეოიდული ასოციაციის გაიდლაინის მიხედვით გრეივსის დაავადების სამართავად არჩევანი უნდა…
რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა (სამედიცინო ენაზე თირეოიდექტომია) საჭირო ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: მრავალკვანძოვანი ჩიყვი ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი ავთვისებიანი ან საეჭვო კვანძი ფარისებრ ჯირკვალში გრეივსის დაავადება ქირურგიული ჩარევის ტიპი პირველადი დიაგნოზის მიხედვით განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს: ჯირკვლის სრულ ამოკვეთას ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთას სრულ ამოკვეთას კისრის ლიმფურ კვანძებთან ერთად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სტატიაში მოცემული ზოგადი…
ფარისებრი ჯირკვალი და სიმსუქნე
პოპულარული მოსაზრების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სხეულის მასის მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, ასეთი ზოგადი ფორმულირება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზოგჯერ შეუსაბამო აღმოჩნდეს. ფარისებრი ჯირკვალი და მისი როლი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში. კერძოდ, მისი ჰორმონების დახმარებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, კუნთოვანი ძალა, გულის მუშაობა, სუნთქვა, რეპროდუქცია და სხეულის მასა. სიმსუქნე…
სიმსუქნის გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით. ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია. ეს…
ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება – ფარინგეალური გლობუსი
ყელის მიდამოში დისკომფორტის არსებობა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია, რის გამოც პაციენტი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ხვდება. ეს მოვლენა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს აღწერილი. მაგალითად, როგორც მოჭერის, მოხრჩობის ან შეშუპების მსგავსი შეგრძნება, ან როგორც ყელის ჩაწმენდის სურვილი, რასაც ახლავს ხშირი ჩახველება და ყველაზე ხშირად, როგორც ყელში გაჩხერილი ბურთი, რაც ფარინგეალური გლობუსის სახელით არის ცნობილი. ფარინგეალური გლობუსი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ცხოვრებაში…