ზოგადი, სწორი კვება

შაქარი, თაფლი და შაქრის შემცვლელები

შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას. საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა. ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა: ნატურალურ პროდუქტებში არსებული შაქარი – ჩვენ შაქარს დღის განმავლობაში ვიღებთ იმაზე ბევრად მეტი რაოდენობით, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ის შედის ბევრ ისეთ ბუნებრივ…

გაგრძელება

დიაბეტი და ხილი
სწორი კვება, შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი და ხილი

შაქრიანი დიაბეტის ეფექტური მართვის პროცესში წამყვანი კომპონენტია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი პრინციპია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება კვების რაციონში. დიეტის დანიშვნის შემდეგ პაციენტთა შორის განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ხილთან დაკავშირებით: თუ რომელი სახეობის მიღება შეიძლება და რა რაოდენობით, რომლის მიღება არ არის სასურველი და ა.შ. ხილი არის საკვების ის კატეგორია, რომელიც აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური რაციონის – მასში არსებული დიდი კვებითი…

გაგრძელება

დიაბეტური კვება
სწორი კვება, შაქრიანი დიაბეტი

კვება შაქრიანი დიაბეტის დროს; დიაბეტი და ალკოჰოლი

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა _ ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში…

გაგრძელება

სწორი კვება
სწორი კვება

ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები

სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებისგან. ჯანმრთელი კვების რეჟიმი უზრუნველყოფს ბავშვებში: ენერგიის შენარჩუნებას გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას სულიერ სიჯანსაღეს ნორმალური წონის შენარჩუნებას, რითიც უზრუნველყოფილია ისეთი ქრონიკული დაავადებებისაგან დაცვა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიოლოგიური პრობლემები, ჰიპერტენზია და სხვ. სიმსუქნე ბავშვებში მნიშვნელოვანი მითითებები: დიდი რაოდენობით ბოსტნეული რაციონში ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვთა კვებაში. ცუდი ბოსტნეულის…

გაგრძელება

სინსუქნე
ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში. ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში…

გაგრძელება

სწორი კვება

როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები

ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი კვირიდან კვირამდე უმეტესად ერთიდაიგივე პროდუქტებისგან შედგება. ესენია, მაგალითად, პური, ხორცი, რძის პროდუქტები, სხვადასხვა ბოსტნეული, ბრინჯი, მაკარონი და სხვა. ამავე დროს, მნიშვნელოვნად განსხვავდება სარგებელი, რასაც ამ პროდუქტებიდან ვიღებთ, იმისდა მიხედვით, თუ რა სახეობას ვირჩევთ და როგორ ვამზადებთ მას. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ ჩვენი საკვები ისე, რომ მაქსიმალური ნუტრიენტული ღირებულება ჰქონდეს და დაგვეხმაროს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ამასთანავე…

გაგრძელება