ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია

მედიცინაში არის დაავადებები, სადაც გვაქვს გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: პირველი, რომელთა შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომელთა კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ერთ-ერთი მათგანი არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტიც. ამიტომ ამ დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია. მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს: გადასვლა ჯანმრთელ…

გაგრძელება

ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა

ჰიპოგლიკემია შაქრიანი დიაბეტის გარეშე

ჰიპოგლიკემია მდგომარეობაა, როცა სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ის არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დარღვევის არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს შორის, შაქრიანი დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია. გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. ის მიიღება იმ საკვებისგან, რასაც ჩვენ ვიყენებთ. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში. ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები

გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში. წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა,…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

პრედიაბეტი

პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს. პრედიაბეტის არსებობა ნიშნავს, რომ ეს…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ადამიანის მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ. რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი გლუკოზას სისხლში დაგროვება…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის მიერ, რომელსაც მეორენაირად კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან აითვისოს და გამოიყენოს შაქარი (გლუკოზა) ენერგიის წარმოქმნის მიზნით და ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი მისი შემდგომი გამოყენებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ორგანიზმის უჯრედებს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია, ენერგიის წყაროს კი წარმოადგენს…

გაგრძელება

ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სხეულის მასის შეფასება

მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი; 18,5-24,9 _ ნორმალური…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა

ინსულინ რეზისტენტობა და სიმსუქნე

ინსულინ რეზისტენტობას და სიმსუქნეს შორის იმდენად მჭიდროა კავშირი, რომ რთულია გამოყოფა, რომელი ფაქტორია პირველადი გამომწვევი. ცნობილია, რომ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა იწვევს ინსულინ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას/გაღრმავებას, თავად ინსულინ რეზისტენტობის გამო განვითარებული პათოლოგიური პროცესები კი ინსულინის რაოდენობის მატების თაოსნობით, სიმსუქნის ხელისშემწყობ ფაქტორად გვევლინება. როგორც დადგინდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ცხიმის განაწილების ადგილს და სიმსუქნის შეფასების საყოველთაოდ მიღებული ერთეული _ სხეულის მასის ინდექსი არ…

გაგრძელება