დიაბეტის
ექიმის გვერდი, ზოგადი

დიაბეტის დიაგნოზი და სასაუბრო ეთიკა

სიტყვას დიდი ძალა აქვს. რეალობის ასახვის გარდა, მას შეუძლია თავადვე შექმნას რეალობა. სიტყვების შერჩევა და მათი გამოყენების ფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საუბარია ექიმსა და დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანს შორის კომუნიკაციაზე. დიაბეტის მართვა 24/7-ზე მიმდინარე პროცესია და მისთვის საჭირო ყოველდღიური აქტივობები (რაც მოიცავს გლიკემიის მონიტორინგს, კვების რეჟიმის დაცვას, ფიზიკურ აქტივობას და სხვ.) ხორციელდება ექიმის კაბინეტს გარეთ, თავად დიაბეტის მქონე პირის…

გაგრძელება

თამბაქოს მოხმარება
ზოგადი

თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა ჰორმონებზე და ენდოკრინულ სისტემაზე

თამბაქოს მოხმარების მჭიდრო კავშირი ისეთ სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორიცაა სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები, უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამის პარალელურად, მწეველობას მრავალმხრივი მოქმედება აქვს ჰორმონების გამომუშავებაზეც და აქედან გამომდინარე, მთლიანად ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებზე, რაც ხშირად მნიშვნელოვან კლინიკურ პრობლემებშიც ტრანსფორმირდება. ამ ეფექტების განმსაზღვრელია ნიკოტინის, ტოქსინ თიოციანატის და სიგარეტში შემავალი 7000-მდე სხვა ტოქსინის უშუალო ზემოქმედება. სიგარეტის წევის შედეგად უარყოფით ზეგავლენას განიცდის…

გაგრძელება

არტერიული
ზოგადი

არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები

არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია მსოფლიოში და საქართველოშიც. შემთხვევების უმეტესობაში ის აღმოცენდება და მიმდინარეობს სხვა დაავადებებისგან დამოუკიდებლად და აღინიშნება პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზიის სახელწოდებით. შემთხვევათა დაახლოებით 15%-ში კი ჰიპერტენზია მეორადია. ანუ მის უკან დგას გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა დაავადების სახით. ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და შეადგენს 30%-ს. ბავშვების შემთხვევაში კი 50%-მდეც ადის. მეორადი არტერიული…

გაგრძელება

ნახშირწყლები
ზოგადი

ნახშირწყლები

ნახშირწყლები ჩვენი კვების შემადგენელი მთავარი მაკროელემენტებიდან ერთ-ერთია ცილებთან და ცხიმებთან ერთად. მოლეკულის ქიმიურ ფორმულაში შედის ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომები და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ნახშირწყლების როლი ორგანიზმში ნახშირწყალი ორგანიზმს ამარაგებს გლუკოზით, გლუკოზა კი ენერგიის მთავარი წყაროა ტვინის, კუნთების და სხვა ორგანოების მუშაობისთვის. ამ ენერგიით ვასრულებთ ისეთ აშკარა ფუნქციებს, როგორიცაა მოძრაობა და ფიქრი. ასევე ორგანიზმში მიმდინარე უამრავ ფონურ პროცესს,…

გაგრძელება

მეტაბოლიზმი
ზოგადი

მეტაბოლიზმი და სხეულის მასა

მეტაბოლიზმი არის იმ ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რითიც საკვებ ნივთიერებებში არსებულ კალორიებს ორგანიზმი გარდაქმნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიად. ანუ, მეტაბოლიზმი და მისი დონე განსაზღვრავს და ასახავს საკვებით მიღებული კალორიების წვას. მეტაბოლიზმი არასდროს ჩერდება. თუ ღრმად ჩავყვებით ორგანიზმის სტრუქტურებს და მივალთ უჯრედებამდე, აქ აღმოვაჩენთ აქტივობების მნიშვნელოვან კერას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იქნება ეს ძილის თუ სიფხიზლის პერიოდი, სირბილი თუ სავარძელში ჯდომა და ტელევიზორის…

გაგრძელება

ჰორმონული
ზოგადი

10 რეკომენდაცია ჰორმონული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის

ჰორმონული ბალანსის როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის ჰორმონისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ შემუშავებული იქნა 10 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი ქმედებებით გავაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი – სამივე ფაქტორი აუცილებელი პირობაა ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობისთვის. 1. ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰორმონული…

გაგრძელება