ზოგადი

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

თანამედროვე მიდგომით ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ, ის განისაზღვრება, როგორც ფიზიკური, ემოციური და სულიერი სიჯანსაღე.

ჯანმრთელობა არ არის სტატიკური ცნება, ის აქტიური პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას მის მისაღწევად.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელად ყოფნას არის:
შემოსავლები და სოციალური სტატუსი
განათლებისა და წიგნიერების დონე
შრომითი დასაქმების პირობები
სოციალური გარემო
ბუნებრივი გარემო
პერსონალური ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის თავისებურებები
ჯანმრთელობის სტატუსი ბავშვთა ასაკში
ბიოლოგია და გენეტიკა
ჯანდაცვის სერვისები
სქესი
ეთნიკური კუთვნილების თავისებურებანი.

ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო კომპონენტებია:
სწორი კვება
პერსონალური ჰიგიენა
მავნე ჩვევების და დამოკიდებულებების არარსებობა
უსაფრთხო გარემო
განათლება ჯანმრთელობის შესახებ
ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები
ფიზიკური დატვირთვა
საკმარისი ძილი
თამბაქოზე უარის თქმა
ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა
სხეულის მასის კონტროლი
ჯანსაღი ემოციები _ სტრესის კონტროლი.

ჯანმრთელობის დონის შეფასების ძირითადი სამედიცინო პარამეტრებია:
სხეულის მასა
შაქრის დონე სისხლში
სისხლის არტერიული წნევა
ქოლესტერინის დონე სისხლში.