ჯანმრთელი
HEALTHY EATING

ჯანმრთელი კვების ზოგადი პრინციპები

ჯანმრთელი კვება წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების სათანადო კომბინაციას. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას განსაზღვრული რაოდენობით თუ ყოველდღიურად არა, თუნდაც კვირის განმავლობაში მაინც. გამხდარი ფიგურის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოპულარულ დიეტებს, რომლებშიც სრულიად დარღვეულია საკვები ნივთიერებების ბალანსი და რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, ცხიმის სრულ გამორიცხვას რაციონიდან, რამდენიმე კვების ამოგდებას რეჟიმიდან, ერთი სახეობის საკვების მიღებას ყოველდღიურად და…

Read more

ჯანსაღი ცხოვრება
GENERAL

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

თანამედროვე მიდგომით ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ, ის განისაზღვრება, როგორც სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური  სიჯანსაღე. ჯანმრთელობა არ არის სტატიკური ცნება, ის აქტიური პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას მის მისაღწევად. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელად ყოფნას არის: შემოსავლები და სოციალური სტატუსი განათლებისა და წიგნიერების დონე შრომითი დასაქმების პირობები სოციალური გარემო ბუნებრივი გარემო პერსონალური ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის…

Read more

ასპირაციული
Thyroid gland

ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია

ასპირაციული ბიოფსიის პროცედურის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან მცირე ზომის ნიმუშის აღება, რათა მოხდეს მისი დათვალიერება/გამოკვლევა მიკროსკოპით  სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მიზნით. გამოსაკვლევი მასალის მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად კეთდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით. ბიოფსიის წარმოების მიზანია ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძის ან კვანძების წარმომავლობის დადგენა. კვანძების პირველადი აღმოჩენა ხდება ხელით გასინჯვის, ულტრასონოგრაფიის ან რადიონუკლიდური სკანირების დროს. ბიოფსიისთვის კვანძის…

Read more

Thyroid gland

ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სტრუქტურის შეფასებისთვის საჭირო ძირითად კვლევებში შედის: ჰორმონალური, იმუნოლოგიური და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ჰორმონალური კვლევა გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა და მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. საჭირო სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან. TSH (თირეოტროპული ჰორმონი) არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესში. ეს ჰორმონი გამომუშავდება თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ…

Read more

ჩიყვი
Thyroid gland

რა არის ჩიყვი

დღემდე საზოგადოებაში არასწორად აღიქმება ტერმინი “ჩიყვის” მნიშვნელობა და ხდება შეცდომით მისი გაიგივება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი სახის დაავადებასთან. სინამდვილეში „ჩიყვი“ დამოუკიდებლად არ გულისხმობს დაავადებას, ის არის სიმპტომი და გამოხატავს ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. შესაბამისად, მიუთითებს ისეთი დაავადების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ამ დარღვევის გამომწვევი იყოს. გამოიყოფა ჩიყვის ორი ძირითადი ტიპი:დიფუზური ჩიყვი – როდესაც მთელი ჯირკვლის ქსოვილი თანაბრად დიდდება;კვანძოვანი ჩიყვი – როდესაც ჯირკვალში ჩნდება…

Read more

იოდი
Thyroid gland

რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება. იოდის…

Read more