COVID-19 _ ეს იმ ახალი კორონავირუსის ოფიციალური სახელწოდებაა, რომლის პირველი შემთხვევები ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში და დღეისათვის უკვე გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ავადობა უმეტესად – 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა სხვა შემთხვევები შესაძლოა უფრო რთულად წარიმართოს. გართულებების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ისეთი ქრინიკული დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა: დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები (მაგ.: ასთმა), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნე,…
PATIENT'S PAGE
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…
ფაქტები დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ
დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების მიზეზებში გარკვევა არ არის მარტივი, რადგან დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ამ დაავადების განვითარებისადმი უფრო მეტი მიდრეკილებით. გენეტიკის როლი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში ტიპი 2-თან შედარებით გენეტიკის როლი ნაკლებია. შეიძლება თუ არა დიაბეტი ტიპი 1 ჩაითვალოს მემკვიდრეობით დაავადებად, ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან შემთხვევათა 90%-ში დაავადებულის ნათესავებში არ აღინიშნება ეს პათოლოგია. საქმე…
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, სადაც იკვეთება გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: ერთი, რომლის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომლის კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ამ მექანიზმების ამოქმედებით კი დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია. რა უნდა გაკეთდეს მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს: ამ…
HIGH LEVELS OF THYROID ANTIBODIES
რა არის ანტისხეული ორგანიზმში ისეთი უცხო სხეულის მოხვედრის საპასუხოდ, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები _ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავდება სპეციალური ნივთიერება _ ანტისხეული, რომელიც უზრუნველყოფს ამ უცხო აგენტის აღმოჩენას და განეიტრალებას. გამართულად მუშაობის პირობებში იმუნური სისტემა უშეცდომოდ ანსხვავებს უცხო უჯრედებს საკუთარისგან. მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის იწყებს ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების უცხოდ აღქმას და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელთაც…
ჰიპოგლიკემია დიაბეტის გარეშე
ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაბალია. ეს არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, რომელიც მიუთითებს დაავადების არსებობაზე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს, დიაბეტის გარეშე კი საკმაოდ იშვიათია. როგორ რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა თავის ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის. სისხლში გლუკოზას ნორმალური დონის შენარჩუნებაში მთავარი პასუხისმგებელი ჰორმონი ინსულინია. ის ეხმარება გლუკოზას სისხლიდან გადავიდეს უჯრედებში და იქ გამოყენებულ…