ასპირაციული ბიოფსიის პროცედურის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან მცირე ზომის ნიმუშის აღება, რათა მოხდეს მისი დათვალიერება/გამოკვლევა მიკროსკოპით სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მიზნით. გამოსაკვლევი მასალის მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად კეთდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით. ბიოფსიის წარმოების მიზანია ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძის ან კვანძების წარმომავლობის დადგენა. კვანძების პირველადი აღმოჩენა ხდება ხელით გასინჯვის, ულტრასონოგრაფიის ან რადიონუკლიდური სკანირების დროს. ბიოფსიისთვის კვანძის…
PATIENT'S PAGE
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სტრუქტურის შეფასებისთვის საჭირო ძირითად კვლევებში შედის: ჰორმონალური, იმუნოლოგიური და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ჰორმონალური კვლევა გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა და მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. საჭირო სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან. TSH (თირეოტროპული ჰორმონი) არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესში. ეს ჰორმონი გამომუშავდება თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ…
რა არის ჩიყვი
დღემდე საზოგადოებაში არასწორად აღიქმება ტერმინი “ჩიყვის” მნიშვნელობა და ხდება შეცდომით მისი გაიგივება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი სახის დაავადებასთან. სინამდვილეში „ჩიყვი“ დამოუკიდებლად არ გულისხმობს დაავადებას, ის არის სიმპტომი და გამოხატავს ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. შესაბამისად, მიუთითებს ისეთი დაავადების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ამ დარღვევის გამომწვევი იყოს. გამოიყოფა ჩიყვის ორი ძირითადი ტიპი:დიფუზური ჩიყვი – როდესაც მთელი ჯირკვლის ქსოვილი თანაბრად დიდდება;კვანძოვანი ჩიყვი – როდესაც ჯირკვალში ჩნდება…
რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება. იოდის…
ენდოკრინოლოგია და მისი მნიშვნელობა
ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და მათ მიერ გამოყოფილ ჰორმონებს. ჰორმონული ბალანსი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ენდოკრინული სისტემა არეგულირებს მეტაბოლიზმს, ყოველდღიურ განწყობას, ზრდასა და განვითარებას, სექსუალურ ფუნქციასა და რეპროდუქციულ პროცესებს. ყველაზე გავრცელებული დარღვევები, რომლებთან გამკლავებაც ენდოკრინოლოგს უწევს, არის: ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან…