ჰიპოთირეოზის მკურნალობა თიროქსინის (ლევოთიროქსინის) პრეპარატებით საკმაოდ მარტივად მართვადი პროცესია. მთავარია პაციენტის მიერ გათვალისწინებული და დაცული იყოს რამდენიმე აუცილებელი წესი, რათა ექიმმა შეძლოს სასურველი შედეგის დროულად მიღება. ლევოთიროქსინი საქართველოში სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით იყიდება. ძირითადი მოქმედი ნივთიერება მათში იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ დამხმარე არააქტიური დანამატები. მიუხედავად ამისა, მკურნალობის პროცესში არ არის სასურველი სხვა სახელწოდების ლევოთიროქსინზე გადასვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე. მიღების თავისებურებები წამლის დაშლა…
PATIENT'S PAGE
ჰიპოთირეოზის მკურნალობის თავისებურებები
საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დარღვევაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა, ანუ მდგომარეობა, როცა ჯირკვალი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის ჰორმონებით. ეს დაავადება ჰიპოთირეოზის სახელითაა ცნობილი. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ნორმალური წარმოება უმნიშვნელოვანესია ყველა უჯრედის გამართული მუშაობისთვის. მკურნალობის მიზნები უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილება ჯირკვალში შეუქცევადია და მისი ბუნებრივი ფუნქციონირების აღდგენა ვერ ხერხდება. ამიტომ…
HYPOTHYROIDISM
ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. გავრცელება სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის. ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით. ასაკის მატებასთან ერთად…
სხეულის მასის შეფასება
მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი 18,5-24,9 _ ნორმალური…
რა არის კალორია
ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით. ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად:1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას;1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას;1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას. ფორმალურად 1 კილოკალორია = 1 000…
რისგან შედგება ჩვენი საკვები
ეს არის ნივთიერებების, ე.წ. ნუტრიენტების ექვსი ჯგუფი: ნახშირწყლები წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის; ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბრინჯი, ხორბალი და სხვა მარცვლოვანები, ასევე პარკოსნები, თხილი, რძე და მისი პროდუქტები, ბოჭკო, ხილი, ბოსტნეული. ლიპიდები დამარაგებული ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება დასვენების, ძილის და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, ის ასევე მნიშვნელოვან…