GENERAL

ენდოკრინოლოგია და მისი მნიშვნელობა

ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და მათ მიერ გამოყოფილ ჰორმონებს.

ჰორმონული ბალანსი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის.

ენდოკრინული სისტემა არეგულირებს მეტაბოლიზმს, ყოველდღიურ განწყობას, ზრდასა და განვითარებას, სექსუალურ ფუნქციასა და რეპროდუქციულ პროცესებს.

ყველაზე გავრცელებული დარღვევები, რომლებთან გამკლავებაც ენდოკრინოლოგს უწევს, არის:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • diabetes
  • სიმსუქნე და მეტაბოლიზმის დარღვევები
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  • ჰიპოფიზის დაავადებები
  • რეპროდუქციული ჯანმთელობა ქალებსა და კაცებში
  • ზრდის და სქესობრივი განვითარების პრობლემები ბავშვეში
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები – ცხიმოვანი ცვლის, არტერიული წნევის დარღვევები
  • ოსტეოპოროზი და ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობა.

ენდოკრინულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ენდოკრინოლოგთან ხანგრძლივი და რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება.

ენდოკრინოლოგთან ვიზიტის ჩვენებები

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს შესაძლო ენდოკრინულ დარღვევაზე:

  • გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში;
  • ხასიათის ცვლილება: მომატებული აღგზნებადობა, ემოციური არამდგრადობა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • უშვილობა;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;
  • ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე;
  • თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა;
  • გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია;
  • არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი ციფრები ან დაბალი ციფრები;
  • მადის ცვლილება: მომატება ან დაქვეითება;
  • კუნთოვანი სისუსტე;
  • ძვლების ხშირი მოტეხილობები;
  • ზრდის შეფერხება ბავშვებში;
  • ენდოკრინული დაავადების ოჯახური ანამნეზი.

ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე დარღვევის არსებობა მიანიშნებს ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საჭიროებას.

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)